GE
ტურიზმის, ფინანსებისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამები
ღირებულება: 1800 ლარი
ავტორიზებული და აკრედიტებული თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (კოდი 135) 20 წლიანი გამოცდილებით საგანმანათლებლო სფეროში აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
  • ტურიზმი
  • მენეჯმენტი
  • ფინანსები 
პროგრამის ხანგრძლივობა და მიღების წესი:
ხანგრძლივობა: 2 წელი (120 კრედიტი)
მიღების წესი: სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს დიპლომირებულ და მასთან გათანაბრებულ პირს და ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს, რომელსაც გავლილი აქვს ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდები და ჩაბარებული აქვს სასწავლო უნივერსიტეტში მისაღები სამაგისტრო გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში და უცხო ენაში (თუ არ აქვს უცხო ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი).
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • განცხადება თსაუ-ს რექტორის სახელზე;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო მოწმობის ასლი;
  • უცხო ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში).
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებს ახორციელებენ კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები.
მისანიჭებელი კვალიფიკაციები:
  • ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ტურიზმში
  • ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში   
  • ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში
სწავლის საფასური: 1800 ლარი.
 
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტებს შემდეგი სახის ბონუსებს სთავაზობს: 
  • სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ყოველთვიურად, ასევე, ოთხ ეტაპად;
  • წარმატებული სტუდენტები მიიღებენ 50-ლარიან სტიპენდიას;
  • უნივერსიტეტს აქვს საკუთარი ფეშენებელური შენობა ქალაქის ცენტრში: ეგ. ნინოშვილის ქ. 55 (მეტროსადგურებ „ვაგზლის მოედანსა“ და „მარჯანიშვილთან“ ახლოს);
  • თითოეული აკადემიური ჯგუფისთვის გათვალისწინებულია უფასო ექსკურსიები;
  • უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კრიმინალისტიკის ლაბორატორია, იმიტირებული სასამართლო დარბაზი და ახალი ამბების სტუდია;
  • უნივერსიტეტში შექმნილია კურსდამთავრებულთა დასაქმების ცენტრი. ასევე, ფუნქციონირებს სამაგისტრო პროგრამების მოსამზადებელი უფასო კურსები. 
  • წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სწავლების გარკვეული პერიოდი, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე, თსაუ-სთან დამეგობრებულ ევროპულ სასწავლებლებში - ვარშავის საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერების უნივერსიტეტი (Warsaw University of Life Sciences WULS - SGGW), დუბლინის ტრინიტის კოლეჯი, გერმანიის აიჰშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტი-გაიარონ. 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები