GE
გიდების საგანმანათლებლო პროგრამა
ავტორიზებული თბილისის ტურიზმის აკადემია აცხადებს მიღებას. აკადემია ამზადებს 4 საფეხურის პროფესიონალ გიდებს:

I საფეხური - გიდის ასისტენტი
მიღების მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი განათლება;
  • გასაუბრება უცხო ენაში.
სწავლების საფასური: 1000 ლარი.

II საფეხური - ადგილობრივი გიდი (თბილისი)
მიღების მოთხოვნები:
  • გიდის პირველი საფეხურის დიპლომი;
  • გასაუბრება უცხო ენაში.
სწავლების საფასური: 1500 ლარი.

III საფეხური - სპეციალიზებული გიდი
მიღების მოთხოვნები:
  • გიდის მეორე საფეხურის დიპლომი;
  • გასაუბრება უცხო ენაში.
სწავლების საფასური: 1800 ლარი.

IV საფეხური - უმაღლესი კვალიფიკაციის გიდი
მიღების მოთხოვნები:
  • გიდის მესამე საფეხურის დიპლომი;
  • გასაუბრება უცხო ენაში;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი (სავალდებულოა მხოლოდ ზოგადი უნარების ჩაბარება).
სწავლების საფასური: 2000 ლარი.

ყოველი საფეხურის დასრულებისას გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.

სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
I-III საფეხურისთვის:
  • ატესტატი (დედანი);
  • ოთხი ფოტოსურათი 3/4;
  • პირადობის მოწმობა (ასლი);
  • სამხედრო მიწერის მოწმობა (ვაჟებისათვის).
IV საფეხურისთვის: 2004 წლიდან დღემდე, ვისაც აქვს ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები და ბარიერი გადალახული ზოგად უნარებში, მათ დამატებით უნდა წარმოადგინონ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

საბუთების მიღება ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე.

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები