GE
Adobe Photoshop CC-ის სასერთიფიკატო კურსი
ღირებულება: 530 ლარი
კომპანია ,,თრეინინგ კორპ”, Microsoft, Adobe, Autodesk და სხვა გლობალური სასერთიფიკატო პროგრამების ავტორიზირებული ტესტირების ცენტრი საქართველოში, გთავაზობთ Adobe Photoshop CC -ის სასერთიფიკატო ტრეინინგ კურსს.
 
სასწავლო კურსის წინაპირობა-სასურველია მსმენელს გააჩნდეს ელემენტარული კომპიუტერული უნარ-ჩვევები.                                   
 
სასწავლო კურსის მიზანი:
აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება პროგრამასთან იმუშაოს უმაღლეს დონეზე, შეასრულოს ნებისმიერი სირთულის სამუშაო.შეეძლება დასაქმდეს სტამბებში, სარეკლამო კომპანიებში და სხვა კომპანიებში  დიზაინერად.
პრაქტიკული გაკვეთილების გარდა შეისწავლება თეორიული ნაწილი სადაც ახსნილი იქნება თუ როგორ ხდება ფერთან სწორი მუშაობა,რა არის პოლიგრაფია,რა სტანდარტები არსებობს პოლიგრაფიული ნაწარმის შექმნისას. ისწავლით ლოგოების,ბანერების,ბროშურების,პოსტერების,სავიზიტო ბარათების და ფლაერების შექმნას.
კურსი განკუთვნილია აბსოლიტურად ყველა მსურველთათვის.
 
სწავლების/სწავლის ფორმატი და მეთოდები:
კურსი დაყოფილია 12 ლექციად,ერთი ლექცია გრძელდება 1,5 საათი,მოსწავლეს ეძლევა საშინაო დავალებები,კურსის ფარგლებში კეთდება რამდენიმე პრაქტიკული სამუშაო.
 
1 თვე    
  • Photoshop - ში მუშაობის პრინციპები,ინტერფეისის მართვა,რასტრული რედაქტორის არსი,workspace-სამუშაო სივრცის მოწყობა,ახალი დოკუმენტის შექმნა,დოკუმენტების განლაგება,პალიტრების გამოტანა,ფერების რეჟიმი
  • ფოტოსთან მუშაობა,მონიშვნებთან მუშაობა,Select-მონიშვნების მენიუს განხილვა,მონიშვნებში ფერის გამოყენება,სახაზავის გამოყენება
  • პრაქტიკული სამუშაო-მონიშვნებით ლოგოს გაკეთება,ნამუშევრის შენახვა სხვადასხვა ფორმატში
  • სურათის დამუშავება,რეტუშირების ინსტრუმენტები,დაზიანებული სურათის აღდგენა,სურათის გასუფთავება
  • Brush Tool-ფუნჯით ხატვა,Pencil Tool-ფანქრით ხატვა
  • ტიპოგრაფია-ტექსტთან მუშაობა,ობიექტის ტრანსფორმაციის მეთოდები
  • Layer Style-სტილებთან მუშაობა,სხვადასხვა ეფექტების გამოყენება
  • Layers-ფენებთან მუშაობის პრინციპი,ლეიერების მენიუს განხილვა,ლეიერების შერევის რეჟიმები,შავ-თეთრი სურათის გაფერადება
  • ვექტორებთან მუშაობა,პრაქტიკული სამუშაო-ვექტორებით ლოგოს აწყობა
  • სურათების დამუშავება,ფერების კორექცია,ფერების ბალანსი
  • Masks-ნიღბებთან მუშაობა და მათი გამოყენება სწორად
  • ფილტრების დანიშნულება და მათი გამოყენება სხვადასხვა ეფექტის მისაღებად,
    ნამუშევრის მომზადება დასაბეჭდად
კურსის ღირებულებაში შედის Adobe Certified Associate (ACA) Adobe Photoshop CC საგამოცდო ვაუჩერი, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდგომ გადმოგეცემათ Adobe Photoshop  CC -ის საერთაშორისო სერთიფიკატი
 
ჩვენთან მოქმედებს ყველაზე ხელსაყრელი საგადახდო სისტემა და სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ თიბისი ბანკის 0%იანი განვადება.
 
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები