GE
HTML & CSS-ის კურსი
ღირებულება: 520 ლარი
კომპანია თრეინინგ კორპ, Microsoft, Adobe, Autodesk და სხვა გლობალური სასერთიფიკატო პროგრამების ავტორიზირებული ტესტირების ცენტრი საქართველოში, გთავაზობთ HTML & CSS-ის  ტრეინინგ კურსს.
 
სასწავლო კურსის მიზანი:
სტუდენტმა შეისწავლოს გრაფიკული რედაქტორი და დამოუკიდებლად იმუშავოს აღნიშნულ პროგრამებში.
 
სწავლის შედეგი:
კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტს შეეძლება შექმნას თანამედროვე სტილის ვებ-გვერდები.
 
ლექციის თემატიკა:
  1. HTML-ის ძირითადი ტეგები,  HTML დოკუმენტის სტრუქტურა.  HTML დოკუმენტის შექმნა;
  2. ტექსტისა და აბზაცის ფორმატირების HTML ტეგები;
  3. სიების ფორმატირება, მარკირებული სიები, გადანომრილი სიები, განმარტებითი სიები;
  4. გრაფიკული ობიექტებისა და სურათების ჩასმა HTML დოკუმენტში. ბმულების გამოყენების სისტემა;
  5. ცხრილების ფორმირება HTML დოკუმენტში. ცხრილების მეშვეობით ვებ გვერდის განაწილების სტრუქტურა;
  6. HTML ფორმები. მოსანიშნები, ღილაკები, ტექსტის შესაყვანი ველები, ჩამოსაშლელი მენიუები;
  7. HTML ის დამატებითი პარამეტრები;
  8. Flash, Video & Audio ფაილების ჩასმა და  გამოყენება HTML დოკუმენტში;
  9. CSS სტილების დამატების მეთოდები. სტილების და კლასების გამოყენება HTML დოკუმენტის ელემენტთათვის;
  10. CSS ფერების ფორმატირება და მართვა;
  11. CSS-ის საშუალებით ტექსტის ფორმატირება;
  12. Div ტეგების საშუალებით საიტის სტრუქტურის განაწილება;
  13. list, Table, Forms -ებისათვის სტილის დადება CSS-ის საშუალებით;
  14. CSS-ის დეკორატიული შესაძლებლობანი: ჩარჩოებისა და დაშორებების ფორმირება;
ტრეინინგების ხანგრძლივობა - 1,5 საათი; (სულ 18 აკადემიური საათი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები