GE
IT ინჟინერიის, Coreldraw, Photoshop, In-design, Illustrator პროგრამირების სასწავლო კურსები
IT ინჟინერიის კურსი – აღნიშნული კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დონის და ასაკის მქონე მსმენელისათვის.
  • კურსს უძღვებიან გამოცდილი სპეციალისტები
  • კურსის ხანგრძლივობა: 1.5 თვე, კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, 1.30 საათი
  • კურსის ღირებულება: 300 ლარი და ფასდაკლებით 150 ლარი
  • მეცადინეობები ჩატარდება 2-5 კაციან ჯგუფებში
  • სასურველი დროის არჩევა მოხდება თქვენთან შეთანხმებით.
  • კურსის ბოლოს  გაიცემა სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე).
IT ინჟინერიის კურსი მოიცავს:
  • პერსონალური კომპიუტერის დაშლა-აწყობა, შეკეთება, განახლება (upgrade)-ი, ასევე შემადგენელი ნაწილები, დედაფის ტიპები, ფორმ-ფაქტორები, ჩიპები და სხვ.
  • ბიოსის თეორიული და პრაქტიკული განხილვა, პარამეტრების კონფიგურირება
  • ოპერატიული მეხსიერების თეორიული და პრაქტიკული განხილვა
  • პროცესორის მახასიათებლები, მყარი დისკის (ვინჩესტერის) თეორიული და პრაქტიკული განხილვა
  • ოპერაციული სისტემის Windows XP/Vista/Windows 7-ის დაყენება (დრაივერების, სამომხმარებლო და ანტივირუსული პროგრამების დაინსტალირება)
  • ოპერაციული სისტემების რეზერვირება (Backup)-ი და მათი აღდგენა
  • რამოდენიმე სისტემის დაყენება ვირტუალურ კომპიუტერში და ასევე ოპერაციული სისტემის გაუმართაობის მიზეზების მოძიება და აღმოფხვრა
  • Hiren`s boot cd-ის განხილვა
  • სლოტები და პორტები, ასევე ვიდეოკარტის, კვების ბლოკის და მონიტორის ტიპები და მათი მახასიათებლები
  • აპარატული და პროგრამული უსაფრთხოების წესები, წარმოქმნილი მიზეზის დადგენა და მისი კვალიფიციური აღმოფხვრა
  • პერიფერიული მოწყობილობები და მათი დაყენება (პრინტერი, სკანერი,ქსეროქსი..), ქსელური ტექნოლოგიები
მსმენელი დაეუფლება პროგრამის როგორც თეორიულ მასალას, ასევე შეისწავლის პრაქტიკულ გამოყენებას. თეორიული მასალა და პრაქტიკული სამუშაოები, რომელსაც მსმენელი შეასრულებს სწავლის მსვლელობისას, მიმართულია ამ ტექნოლოგიების სრულფასოვანი ათვისებისათვის.
 
CorelDraw
  • მსმენელი შეისწავლის: ვექტორულ გრაფიკასთან მუშაობას და მის საფუძველზე ლოგოტიპების, ბანერების, გრაფიკული ნახატების შექმნას; რასტრული სურათების ჩასმას და დამუშავებას; ეფექტების, ფილტრების დადებას და გამოყენებას.
  • კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი, კვირაში 3-ჯერ  1 საათი
  • კურსის ღირებულება: ჯგუფში - 130 ლარი, ინდივიდუალური - 200 ლარი
Photoshop
  • მსმენელი შეისწავლის: მოსანიშნი ხელსაწყოების ეფექტურ გამოყენებას, მათი მეშვეობით გრაფიკული ელემენტების შექმნას; ხატვის, ჩასხმის და რეტუშირების ხელსაწყოებს; განიხილება ფილტრების, ეფექტების დანიშნულება და გამოყენების საშუალებები.
  • კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი, კვირაში 3-ჯერ 1 საათი
  • კურსის ღირებულება: ჯგუფში - 130 ლარი, ინდივიდუალური - 200 ლარი
IN-DESIGN
  • სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს პროგრამა Adobe InDesign CS5-ის შესაძლებლობები; საგამომცემლო პროგრამებთან მუშაობის მეთოდები და ძირითადი პოლიგრაფიული საკითხები; წიგნების, ბუკლეტების, ფლაერების, საგაზეთო მაკეტების, ჟურნალ-გაზეთების, სავიზიტო ბარათების და სხვა.
  • პოლიგრაფიული ნაწარმის დიზაინის შემუშავება, დაკაბადონება და შემდგომ დასაბეჭდად მომზადება. Photoshop – ის ფაილის და ალფა არხების იმპორტი.
  • ფერებთან და გრადიენტთან მუშაობა, Effect მენიუს განხილვა.
  • კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი, კვირაში 3-ჯერ  1 საათი
  • კურსის ღირებულება: ჯგუფში - 150 ლარი, ინდივიდუალური - 250 ლარი
Illustrator
  • ვექტორულ გრაფიკაზე ორიენტირებული გრაფიკული რედაქტორი: Illustrator - ის შემსწავლელი კურსი განსაზღვრულია როგორც პროფესიონალი დიზაინერებისათვის და დამკაბადონებლებისათვის, ასევე უბრალო მომხმარებლებისათვის, რომლებსაც ინტერესი გააჩნიათ შეისწავლონ თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები.
  • პროგრამა იძლევა საშუალებას იმუშაოს ამავე ფირმის ისეთ გრაფიკულ პაკეტებთან როგორებიცაა: PAGEMAKER, PREMIER, PHOTOSHOP, INDESIGN, რაც ვექტორულ და რასტრულ გრაფიკასთან მუშაობისას ხელს უწყობს ახალი საშუალებების განვითარებას.
  • კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი, კვირაში 3-ჯერ 1 საათი
  • კურსის ღირებულება: ჯგუფში - 150 ლარი, ინდივიდუალური - 250 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები