GE
ფარმაციის კურსები უფასო სტაჟირებით
ტრენინგცენტრი "NB” გთავაზობთ ფარმაცევტთა გადამზადების კურსებს სტაჟირებით შემდეგ აფთიქებში: PSP, ნეოფარმი, 36/6, ნარინჯისფერი და წითელი A.

კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა ან კვალიფიკაციის ამაღლება აღნიშნულ სფეროში.       
 
ტრენინგი შედგება ორი საფეხურისაგან: ლექციური და პრაქტიკული.
 
პრაქტიკის გავლა შესაძლებელია როგორც თბილისის (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) ისე რეგიონების მაშტაბით: გორი; ქუთაისი; ფოთი; ბათუმი. ზუგდიდი. რუსთავი.
 
სტაჟირების ხანგრძლივობა აფთიაქში შეადგენს 1 თვეს სრული დატვირთვით დილის 11 სთ-დან საღამოს 5 სთ-მდე. 
  • ლექციური კურსის ფარგლებში მსმენელი გაეცნობა აფთიაქის სტრუქტურას და ფარმაკოლოგიას კლინიკური ფარმაციით. თეორიული კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე. 24 ლექცია.
  • პრაქტიკული კურსი - მსმენელები სტაჟირებას გაივლიან PSP -ს ; 36/6 და წითელი „ა“-ს აფთიაქებში, სადაც ადგილზე გაეცნობიან წამლებს და შეისწავლიან სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამას. სტაჟიორები შეისწავლიან როგორც აფთიაქის ოპერატორის ისე აფთიაქის მენეჯერის სააფთიაქო პროგრამას. 
თეორეული კურსი მოიცავს 24 ლექციას:
  • ფარმაციის არსი და ამოცანები. აფთიაქის სტრუქტურა. კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ. საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვა. სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო დანიშნულების საგნების შენახვის ძირითადი წესები. რეცეპტის ფორმები. ფარმაცევტული ეთიკა. ფარმაცევტული ინფრასტრუქტურა და კონკურენცია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე.
  • ფარმაკოდინამიკა. ფარმაკოკინეტიკა. ფარმაკოთერაპია. წამლის ორგანიზმში მიღების გზები. განაწილება ორგანიზმში. ბიოლოგიური ბარიერები. დეპონირება. წამლის დოზები და მათი სახეები. ბიოლოგიური სტანდარტები. წამალთა კომბინირებული მოქმედება.
  • სააფთიაქო ბაზა. ორგანიზაციური სტრუქტურა. გაუვარგისებული საქონლის ჩამოწერა. ტარის აღრიცხვა. სამკურნალო მცენარეული ნედლეული. ჰომეოპათიური პრეპარატები.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი პრეპარატები. ჰიპოტენზიური პრეპარატები (ბეტა ბლოკერები, აგფ-ის ინჰიბიტორები, კალციუმის ანტაგონისტები, დიურეზული პრეპარატები). ანტიანგინალური პრეპარატები. ანტიკოაგულანტები, ანტიაგრეგანტები. ჰემოსტატიკები.
  • ანტიბიოტიკები.ზოგადი მიმოხილვა. პენიცილინების, მაკროლიდების, ამონოგლიკოზიდების და  ცეფალოსპორინების  ჯგუფის ანტიბიოტიკები.
  • ანტიპროტოზული, ანტიმიკოზური და ანტიჰელმინთური პრეპარატები.
  • ჰორმონალური პრეპარატები. გლუკოკორტიკოსტეროიდები. სასქესო ჰორმონები. ფარისებური ჯირკვლის ჰორმონები.
  • ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები; ნეიროლეფსიური პრეპარატები. ანტიდეპრესანტები. ანტიკონვულსანტები. ტრანკვილიზატორები და საძილე პრეპარატები. თავის ტვინის მეტაბოლიზმზე მოქმედი პრეპარატები.
  • ანტიჰისტამინური პრეპარატები. ამოსახველებელი და სიცხის დამწევი საშუალებები.
  • ვიტამინები. მიკროელემენტები.
  • ნარკოტიკული და არანარკოტიკული ანალგეტიკები.
  • კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატები. ფერმენტული პრეპარატები. ნაღვლმდენი საშუალებები და ჰეპატოპროტექტორები.
  • ონკოლოგიური დაავადების სამკურნალო მედიკამენტები.
  • ტესტირება.
კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე. მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ.
კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელები გაივლიან ტესტირებას, რის საფუძველზეც აიღებენ ორენოვან სერტიფიკატს, პრაქტიკის ცნობას და სარეკომენდაციო წერილს დასაქმებისათვის.
 
გაითვალისწინეთ საუკეთესო კურსდამთავრებულებს ცენტრი აქტიურად ეხმარება დასაქმებაში.
 
ლექციებს კითხულობენ სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორები.
 
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები