GE
Adobe Premier; Adobe After Effect; Adobe IN-DESIGN-ის შემსწავლელი კურსები
ტრენინგ ცენტრი ,,ნიუ გენი” გთავაზობთ Adobe Premier, Adobe After Effect, Adobe IN-DESIGN-ის კურსებს.
 
Adobe Premier
ტრენინგ ცენტრი ”ნიუ გენი” გთავაზობთ ტელე-მონტაჟის კურსებს. კურსი განკუთვნილია სარეკლამო და მედია სტუდიებში დასაქმების მსურველთათვის. Adobe Premier კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს: ციფრული ტექნოლოგიებით გადაღებული მასალის დახარისხებას, მონტაჟს, გადაბმებს და არჩეული კადრების რედაქტირებას, ეფექტების დადებას, ხმისა და გამოსახულების სინქრონიზაციას, გახმოვანებასა და  მხატვრულ გაფორმებას ეფექტების გამოყენებით.
 
კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
  1. პროგრამული ინტერფეისის განხილვა და მისი მოწყობა
  2. მედიაბრაუზერთან მუშაობა
  3. პროექტის, პროგრამის და სხვა ფანჯრების განხილვა
  4. მასალის შემოტანა პროგრამაში, თაიმკოდი, მასალის იმპორტი
  5. მასალის განთავსება თაიმლაინზე
  6. მეტადატასთან მუშაობა. ინფორმაცია ფაილებზე
  7. თაიმლაინი და მონტაჟი
  8. სამონტაჟო ინსტრუმენტების განხილვა
  9. ეფექტების დამატება და აწყობა
  10. ტრანზაქციების დამატება და აწყობა
  11. ტექსტის და ფოტოების ანიმაცია
  12. მრავალკამერიანი მონტაჟი
  13. კადრის შენელება, აჩქარება, უკუსვლა, სტოპკადრი
  14. ტიტრებზე მუშაობა
  15. ხმასთან მუშაობა
  16. სხვა პროგრამების გამოყენება პრემიერში
  17. პროექტის ექსპორტი
  18. პროექტის DVD დისკზე გამოტანა (Adobe Encore)
  19. რენდერი
  20. Megic Bullet look
  21. Flash Transitions
  22. Film Impact Transitions
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი დამოუკიდებლად შეძლებს ფილმების, სარეკლამო რგოლების, კლიპების, საღამოების მონტაჟს, სხვადასხვა ეფექტებით გაფორმებას, ვიდეოს სრულყოფილ რედაქტირებას და დასრულებული პროექტის დისკზე ჩაწერას.
 
კურსის ღირებულება: 200 ლარი
კურსის ხანგრძლივობა: 16 ლექცია. კვირაში 2-ჯერ 2 საათი
 
Adobe After Effect
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება: გადაცემების, კლიპებისა და სარეკლამო რგოლებისათვის გადაღებული მასალის დახარისხება Adobe After Effect-ის გამოყენებით; მონტაჟი, ტექსტური და ვიზუალური მასალის სინქრონიზაცია; რამოდენიმე ვიდეო ეპიზოდის ერთმანეთში შერწყმა; რთული სპეცეფექტების გამოყენება და სარეკლამო რგოლის შექმნა.
 
Adobe After Effect-ის კურსი შედგება:
  • პროგრამის ინტერფეისის მიმოხილვა
  • პროექტის სწორად გამზადება
  • ტექსტის და ფოტოების ანიმაცია
  • 3D და 2D რეკლამების დამზადება
  • ვიდეოს დამუშავება-გასუფთავება
  • ვიდეო ეფექტები
  • მწვანე ფონთან მუშაობა
  • განათება
  • რენდერი
  • Optical Flares
  • Element 3D
  • Hit Film
კურსის ღირებულება: 200 ლარი
კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია. კვირაში 2-ჯერ 2 საათი. 
 
Adobe IN-DESIGN
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს შევასწავლოთ Adobe IN-DESIGN CS5-დაკაბადონების პროგრამის შესაძლებლობები; საგამომცემლო პროგრამებთან  მუშაობის მეთოდები და ძირითადი პოლიგრაფიული საკითხები. წიგნების, ბუკლეტების, ფლაერების, საგაზეთო მაკეტების, ჟურნალ-გაზეთების, სავიზიტო ბარათების და სხვა პოლიგრაფიული ნაწარმის დიზაინის შემუშავება, დაკაბადონება და შემდგომ დასაბეჭდად მომზადება; Photoshop-ისა და ალფა არხების იმპორტი.
მსმენელი დაეუფლება საგამომცემლო, ბეჭდვითი მასალების თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს.
 
Adobe IN-DESIGN-ის კურსი შედგება:
  • პროგრამის დახასიათება, სამუშაო ფაილის შესწავლა
  • პროგრამის მართვის ხელსაწყოების განხილვა და შესწავლა
  • გვერდების დალაგება, დაკაბადონება, ნუმერაციის საკითხების შესწავლა
  • ტექსტთან მუშაობის პრინციპი და გრაფიკული ეფექტების გამოყენება
  • მხატვრული ეფექტების შექმნა
  • ფერებთან და გრადაციებთან მუშაობა (SMYK-RGB)
  • შესანახი ფაილის ტიპების შესწავლა
  • ფაილის დასაბეჭდად დამზადება
კურსის ღირებულება: 200 ლარი
კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია. კვირაში 2-ჯერ 2 საათი. 
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
 
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები