GE
ონლაინ - გიდის შემსწავლელი კურსი

სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ნებისმიერმა მსურველმა!

კურსს გაუძღვება კულტურის პოპულარიზაციის ცენტრის და კულტურ.ჯი-ს დამფუძნებელი და დირექტორი თამარ კენჭოშვილი.

კურსი მოიცავს:

  • გიდის ხელოვნების არსი და მისი მნიშვნელობა ტურისტული ფირმის წარმატებული ფუნქციონირებისათვის
  • ექსკურსიის სტრუქტურა, საექსკურსიო მენეჯმენტის არსი და მნიშვნელობა
  • გიდის მიერ ექსკურსიის მომზადების ეტაპები, ექსკურსიის ტექნოლოგიური რუკა
  • გიდის თხრობის ხერხები და მეტყველების კულტურა
  • გიდის მიერ ექსკურსიის მომზადებისა და ჩატარების ტექნოლოგიებში წამოჭრილი ძირითადი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები
  • სალაშქრო აღჭურვილობა და მისი გამოყენების წესები
  • ტურისტებთან ურთიერთობა და კომფლიქტური სიტუაციების დარეგულირება
  • ჩვენების მეთოდური ხერხები, პირობები და საფეხურები
  • გიდის მიერ დროის მენეჯმენტის ცოდნა და გამოყენება
  • გიდის ჟესტიკულაცია, მზერითი კონტაქტი, სივრცითი განლაგება და მათი მნიშვნელობა ექსკურსიის მსვლელობის დროს
  • ჯგუფის მართვის სპეციფიკა
  • გიდი და თანამედროვე ტექნოლოგიები
  • ტურისტული პროცესის მონაწილეები და მათი უფლება/მოვალეობები
  • ტურის დაგეგმვის და მენეჯმენტის ზოგადი საფუძვლები;
  • ტურისტებთან ურთიერთობის ძირითადი ფსიქოლგიური ასპექტები
  • საქართველოს ტურისტული რესურსები
  • კულტურულ-შემეცნებითი ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
  • ღვინის ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
  • სალაშქრო-სათავგადასავლო ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ტურისტულ მარშრუტებზე
  • თემატური ტურების დაგეგმვა, დამუშავება, რეალიზება.
  • საავტორო ტურზე მუშაობის პრინციპები
  • პირველადი სამედიცინო დახმარება
  • პიროვნული ზრდის, წარმატებული კომუნიკაციის და საკუთარი თავის სწორად რეალიზაციის მასტერ კლასი.

პრაქტიკული კურსის პროგრამა: (დამატებით)

გასვლითი ტურები საქართველოს ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებში: თბილისი, მცხეთა, ანანური, კახეთი, ახალციხე, ყაზბეგი.

  • კურსის ღირებულება: 250 ლარი (12 ლექცია - 1 თვე)
  • მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1,30 სთ.
  • მსმენელები პრაქტიკას გაივლიან ტურისტულ სააგენტოში.

წარჩინებული მსმენელები დასაქმდებიან.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები