GE
საგადასახადო კოდექსის კურსი
ღირებულება: 450 ლარი
ტრენინგ ცენტრი „ნიუ გენი“ აცხადებს მიღებას საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსზე.
 
სასწავლო კურსის მიზანია სრულყოფილი წარმოდგენა შეუქმნას საქართველოს საგადასახადო  კოდექსზე მეწარმეებს, მოქმედ და დამწყებ ბუღალტრებს, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებსა და ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. კურსის მიზანია მსმენელებმა გამოიმუშაონ საგადასახადო კოდექსთან მუშაობის პრაქტიკული უნარ ჩვევები და მოცემული უნარები გამოიყენონ ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში.
 
კურსის მსვლელობისას განხილული იქნება მოქმედი საგადასახადო კოდექსი, ასევე ამ კოდექსთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები და მეთოდური მითითებები და სხვადასხვა საგადასახადო დეკლარაციების შევსების წესები.
 
სასწავლო კურსის თემატიკა მოიცავს:
  • ზოგადი დებულებანი
  • გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი, საწარმო, ორგანიზაცია, ფიზიკური პირი
  • გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა
  • საგადასახადო ვალდებულება
  • საშემოსავლო და მოგების გადასახადი
  • დამატებული ღირებულების გადასახადი
  • აქციზი
  • იმპორტის გადასახადი
  • ადგილობრივი  გადასახადი
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება
  • საგადასახადო დავალიანების  გადახდევინების უზრუნველყოფა
  • საგადასახადო კონტროლი
  • საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა
  • საგადასახადო დავა
  • გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება გადასახადების ადმინისტრირების შესახებ და სხვადასხვა მეთოდური მითითებები
კურსის ხანგრძლივობა: 40 საათი. ლექციის ხანგრძლივობაა 2 სთ.
                                                                 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
 
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები