GE
ფარმაცევტთა გადამზადება და სტაჟირება
ღირებულება: 450 ლარი
ტრენინგ ცენტრი V&J აცხადებს მიეღებას ფარმაცევტთა გადამზადებისა და სტაჟირების კურსებზე
 
ფარმაცევტთა გადამზადება და პრაქტიკა:
კურსი გათვალისწინებულია იმ მსენელთათვის, ვისაც სურს იმუშაოს ფარმაცევტად და აიმაღლოს კვალიფიკაცია.
 
კურსი შედგება 2 ეტაპისგან: ლექციური და პრაქტიკული.
  1. ლექციური კურსი: ფარმაკოლოგია - ხანგძლივობა 2 თვე .
  2. პრაქტიკული კური -   ხანგძლივობა 1 თვე - პრაქტიკა მოქმედ აფთიაქში, მედიკამენტების ადგილზე გაცნობა და სააფთიქო კომპიუტერული პროგრამის შესწავლა.
 თემატიკა: ფარმაკოლოგია 
  • ზოგადი სამედიცინო ფარმაკოლოგია, მისი საგანი ამოცანები, სამკურნალო საშუალებების ფორმები, ორგანიზმში შეყვანის გზები
  • წამლების ფარმაკოდინამიკური და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები, წამლების ბიოტრანსფორმაცია, გარდაქმნის გზები, ორგანიზმში დეპონირება, წამლების ელიმინაცია.
  • წამლების მოქმედების რეცეპტორული მექანიზმი, ქოლინორეცეპტორები სინაფსის აგებულება, ქოლინომიმეტური საშუალებები მათი მოქმედების მექანიზმები, ნივთიერებები, გამოშვების ფორმები
  • გულის იშემიური დაავადებების სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაცია. ნიტროგლიცერინი და მისი გახანგრძლივებული ფორმის წამლები, დახასიათება, გამოშვების ფორმები და რეგისტრირებული წამლები.
  • ბეტა-ბლოკერი საშუალებები მათი მოქმედების მექანიზმი, გამოშვების ფორმები და რეგისტრირებული წამლები, კალციუმის არხების მაბლოკირებელი საშუალებები, მათი მოქმედების მექანიზმი, გამოშვების ფორმები და რეგისტრირებული წამლები.
  • არტერიული ჰიპერტენზია, სამკურნალო საშუალებები, ნოზოლოგიის განმარტება, დაავადების პათოფიზიოლოგიური მექანიზმი, მკურნალობის კლინიკური რეკომენდაცია, მედიკამენტების კლასიფიკაცია, ბაზისური და ადიუვანსური წამლები, შარდმდენი საშუალებები, მათი კლასიფიკაცია და ჯგუფები, მოქმედების მექანიზმი, რეგისტრირებული ფორმები.
  • სისხლზე მოქმედი საშუალებები, ერიტროპოეზის მასტიმულირებელი, პირდაპირი და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, ფიბრინოლიზური და ჰემოსტაზური საშუალებები. მათი მოქმედების მექანიზმი, გამოშვების ფორმები, რეგისტრირებული წამლები.
  • ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ტკივილის პათფიზიოლოგია და მართვის რეკომენდაცია, ტკივილგამაყუჩებლების კლასიფიკაცია. ნარკოტიკული და არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლები, გამოშვების ფორმები, რეგისტრირებული წამლები.
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, მათი კლასიფიკაცია, ციკლოოქსიგენეზა 1,2 მაბლოკირებელი წამლები, მათი მოქმედების მექანიზმი, გამოშვების ფორმები და საქართველოში რეგისტრირებული ფორმები.
  • ნეიროლეფსიური საშუალებები. მათი კლასიფიკაცია, ტრანქვილიზატორები და ანტიდეპრესანტები. მათი დახასიათება, გამოშვების ფორმები და რეგისტრირებული წამლები. ნერვულ სისტემაზე მოქმედი ფიტოპრეპარატები
  • სასუნთქ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. მათი კლასიფიკაცია. ბრონქული ასთმის სამურნალო რეკომენდაცია და გამოყენებული მედიკამენტები
  • ამოსახველებელი და მუკოლიზური საშუალებები, ხველის დამაწყნარებელი ცენტრალური მოქმედების წამლები, გამოშვების და რეგისტრირებული ფორმები
  • საჭმლის მომნელებელ სიტემაზე მოქმედი საშუალებები. პეპტიკური წყლულის მკურნალობა. მედიკამენტების კლასიფიკაცია, გასტროპროტექტორი და ანტაციდური წამლები ფიტოპრეპარატები
  • ნაღვლის ბუშტზე, პანრეასზე და ღვიძლზე მოქმედი სამკურნალო საშუალებები, ჰეპატოპტოტექტორი, და ფერმენტული შემადგენლობის მედიკამენტები გამოშვების ფორმები და რეგისტრირებული წამლები
  • ალერგიის საწინააღმდეგო ანტიჰისტამინური საშუალებები. მედიამენტების კლასიფიკაცია, მოქმედების მექანიზმი და რეგისტრირებული ფორმები
  • ჰორმონალური მედიკამენტები, ჰორმონების ზოგადი დახასიათება, კლასიფიკაცია. ენდოკრინული სისტემა. ჰორმონალური საშუალებების მოქმედების მექანიზმი. რეგისტრირებული ფორმები.
  • ანტიბიოტიკები, მათი კლასიფიკაცია, ანტიბიოტიკების ჯგუფები ზოგადი დახასიათება. მიკრობიოლოგია. პენიცილინის, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების ჯგუფი, მათი დახასიათება, გამოშვების ფორმები და რეგისტრირებული წამლები
  • მაკროლიდების, ტეტრაციკლინის, ქლორამფენიკოლის, ლინკომიცინის, პოლიმიქსინის ჯგუფის ანტიბიოტიკები. მათი დახასიათება, მოქმედების მექანიზმები. გამოშვების ფორმები და რეგისტრირებული წამლები
  • ანტივირუსული საშუალებები, მათი დახასიათება, მოქმედების მექანიზმი, მიკრობიოლოგია, მედიკამენტების გამოშვების ფორმები და რეგისტრირებული წამლები.
  • აფთიაქში მუშაობისთვის საჭირო ქცევის სტანდარტი. მომხმარებელთან, თანამშრომლებთან ურთიერთობის კულტურა. კომუნიკაცია და კონფიდენციალურობა.
ლექციური კურსის ხანგძლივობა შეადგენს 2 თვეს,  კურსის დამთავრების შემდგომ მსმენელები გაივლიან ტესტირებას, რის საფუძველზეც მიიღებენ სერტიფიკატს.

პრაქტიკული კურსის ხანგძლივობა შეადგენს 1 თვეს, პრაქტიკა მიმდინარეობს მოქმედ აფთიაქებში, სტუდენტები გაეცნობიან მედიკამენტებს და სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამას.
 
სრული კურსის ხანგრძლივობაა სტაჟირების ჩათვლით 3 თვე
1 თვის ღირებულებაა - 150 ლარი.
სრული კურსის ღირებულებაა 450 ლარი.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები