GE
ტრენინგი ტურიზმის მენეჯმენტსა და სასტუმროს მენეჯმენტში/სტაჟირება
ტრენინგ ცენტრი V&J გიწვევთ დღესდღეობით  ერთ-ერთ აქტუალური ტრენინგ კურსებზე: ტურიზმის მენეჯმენტი და სასტუმროს მენეჯმენტი.
 
ტრენინგები რეკომენდირებულია ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისთვის, გიდებისთვის, ტუროპერატორებისთვის, იმ მსმენელებისთვის ვისაც სურვილი აქვს პროფესიულ დონეზე შეისწავლოს თანამედროვე ტურიზმი და სასტუმრო საქმე საქართველოში. 
 
ტურიზმის მართვა და ორგანიზაცია: 
  • ტურიზმის სახეები;
  • ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განსაზღვრა;
  • ტურიზმის ფორმები და მისი შემადგენელი ნაწილები;
  • საქართველოს ტურისტული პროდუქტი და მისი შექმნა;
  • საქართველოს ტურისტულ- რეკრეაციული მეურნეობა;
  • მსოფლიო ტურიზმის განვითარების ტენდენციები;
  • თანამეროვე ტურისტული ნაკადების განაწილების ტენდენციები;
  • საერთაშორისო ტურიზმი;
  • ტურიზმის განვითარების ფაქტორები და პირობები;
  • ტრანსპორტის მნიშვნელობა ტურიზმში;
  • ტუროპერეიტინგი; ტუროპერეიტინგის კლასიფიკაცია;
  • ტუროპერატორების ფუნქციები ; ტურისტული პროდუქტის სპეციფიკა;
  • ექსკურსიის არსი, ფუნქცია , როლი და მნიშვნელობა ; საექსკურსიო მენეჯმენტი;
  • ახალი  ტურისტული მარშუტის მომზადების ეტაპები და პროგრამების მომზადება;
  • მიმზიდველი ტურისტული პროდუქტის შექმნა;
  • ტუროპერატორები საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე;
  • მოთხოვნები ტურისტული ფირმის მენეჯმენტისთვის;
  • ოპტიმალური და ზოგადი მენეჯმენტი;
  • ტურისტული ფირმის დაფუძვნება და სტრუქტურა;
  • პარტნიორები და მომხმარებლები; დაჯავშნა;
  • სავიზო რეჟიმი და მარკეტინგი; ტურისტული რეკლამის მიზნები;
  • მარკეტინგის და კომერციის სამსახური;
  • რეკლამა, გასაღების სტიმულირება და საზოგადოებრივი ურთიერთობები.
კურსის ხანგრძლივობაა 1 თვე (16 საათი)
კურსის ღირებულებაა - 200 ლარი.
თეორიული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან 1 თვიან სტაჟირებას ტურისტულ კომპანიაში
სტაჟირების ღირებულებაა - 150 ლარი
 
სასტუმრო ინდუსტრია და სასტუმრო საქმე 
  • საქართველოში სასტუმრო მეურნეობის მოკლე ისტორია;
  • სასტუმრო მეურნეობის განვითარება ევროპასა და ამერიკაში;
  • დამოუკიდებელი ოპერატორი ( სასტუმრო ) და სასტუმროთა ჯაჭვი;
  • დისციპლინური ზომები;
  • სასტუმრო კლასიფიკაცია და  საქართველოსა და ევროპაში;
  • მოთხოვნები ნებისმიერი  ტიპის სასტუმროებისათვის;
  • სტუმართა ტიპოლოგია;
  • რეგისტრაციის ადგილი და აუცილებლობა;
  • სასტუმროს განყოფილებები;
  • სასტუმროს მართვის ავტომატიზირებული სისტემა .
კურსის ხანგრძლივობაა 1 თვე (16 საათი)
კურსის ღირებულებაა 200 ლარი.
თეორიული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან 1 თვიან სტაჟირებას სასტუმროებში
სტაჟირების ღირებულებაა -150 ლარი
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები