GE
სერტიფიცირებული ტრენინგი ტურ-ოპერეიტინგში
კომპანია GREEN TRAVEL გთავაზობთ ტურიზმით დაინტერესებულ პირებს მინიმალურ დროში ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობების შემსწავლელ სასერთიფიკატო პროგრამას, სტაჟირებით,  მაქსიმალური ინფორმაციის მიღებით!

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს გეძლევათ უნიკალური შანსი გაეცნოთ და დაეუფლოთ ტურ-ოპერატორებისა და გიდებისათვის საჭირო პროფესიულ ასპექტებს, ტურისტული ფირმის ფუნქციონირებას, სასტუმრო ინდუსტრიას, ტურიზმის საქმიანობის სპეციფიკას, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო  ბაზარზე.

პროგრამა განკუთვნილია ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს ტურიზმის სფეროში, ან შექმნას საკუთარი ტურისტული კომპანია, ასევე უკვე ამ სფეროში დასაქმებული ადამიენების პროფესიული გადამზადება.

კურსის პროგრამა:
  • ტურიზმის განვითარების ისტორია, სტრუქტურა, ძირითადი ცნებები და ტერმინები;
  • ტურიზმის სახეები, მიმართულებები და  კლასიფიცირება ქართულ ბაზარზე;
  • ტურისტული საქმიანობის მართვა და კომპანიის  მუშაობის პრინციპები;
  • ტურ-ოპერეიტინგი - მიმზიდველი და კონკურენტული ტურპროდუქტის შექმნა დაგეგმარება და განხორციელება;
  • ტურისტული პროდუქტის განვითარება და მისი შემდგომი რეალიზაცია;
  • ავიასერვისი, სავიზო დოკუმენტაციის მომზადება, სამოგზაურო დაზღვევა;
  • სასტუმროს და სტუმარ-მასპინძლობის  ინდუსტრია;
  • ტურიზმის მარკეტინგი, ტურისტული სერვისის რეკლამირება და PR;
  • მომხმარებელი და კონკურენტულ გარემოში პოზიციონირება, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე
    უსაფრთხოება ტურიზმში.
კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ ნაწილს სასწავლო მასალის უზრუნველყოფით, ასევე პრაქტიკას და სიტუაციურ თამაშებს, ქეისებს.
 
მოკლევადიანი კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე (18 საათი)
კვირაში ჩატარდება 3 ლექცია (ხანგრძლივობა 1,5 საათი)
 
კურსის ღირებულება:
  • 250 ლარი - მცირერიცხოვან ჯგუფებში
  • 450 ლარი  ინდივიდუალური მეცადინეობა და სურვილისამებრ ორკვირიანი სტაჟირება
  • 150 ლარი - ერთთვიანი სტაჟირება
კურს წარუძღვებიან კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ამავდროულად წარმატებით მოღვაწეობენ ტურიზმის სფეროში. კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი, რაც ხელს შეგიწყობთ მიზნის მიღწევაში.
 
ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია. გაითვალისწინეთ! ჩვენი საუკეთესო კურსდამთავრებულები, ჩვენი რეკომენდაციით წარმატებით აგრძელებენ სხვადასხვა პრესტიჟულ ტურისტულ კომპანიაში და სასტუმროში მუშაობას!
 
ჩვენი განრიგი მორგებული იქნება თქვენი სამსახურისა და სწავლის გრაფიკზე. ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დისტანციური
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები