GE
აქცია ორგანიზაციებისთვის
ღირებულება: 75 ლარი
“OXFORD HOUSE” 2008 - წლიდან დღემდე   საქართველოში მოქმედი უცხო ენების სასწავლო ცენტრებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროში.
 
გთავაზობთ კორპორატიულ სერვისს, თქვენთვის მოსახერხებელი გრაფიკით, საქმიანი ადამიანებისთვის სპეციალურად მორგებული, დაჩქარებული სასწავლო პროგრამებით და უახლესი სახელმძღვანელოებით.
 
Oxford House-ის კორპორატიული მომსახურებით ისარგებლა და ამჯამად სარგებლობს არაერთი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ორგანიზაცია. მაგალითად:  სოფლის ნობათი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი ვექტორი“, TBC ბანკი; Bank of Georgia; GIZ; Tiflis Palace; Geo STM; მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედო“; Auditor  company “BDO” და სხვა.
 
Oxford House-ის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი იყო, 2013 წელს, როცა ჩვენი კორპორატიული მომსახურებით ისარგებლა ,,ყულევის შავი ზღვის ნავთობ ტერმინალმა“ ( BST Black Sea Terminal).
 
Oxford House-ის პროფესიონალ პედაგოგთა  გუნდთან ერთად თქვენ შეძლებთ გაიაროთ ერთი დონე მხოლოდ 3-4 თვეში.
 
გთავაზობთ მეცადინეობებს როგორც ჩვენს ოფისში, ასევე თქვენს კომპანიაში მოსვლით, სპეციალურად კორპორატიული ჯგუფებისთვის შემუშავებული პროგრამით და ფასებით.
 
ჯგუფური კურსების ფასები:
  • კურსი, კომპანიაში პედაგოგის მისვლის სერვისით - 75 ლარი თვეში (12 გაკვეთილი)
  • მეცადინეობა კვირაში  3-ჯერ 1:30 საათი. მსმენელების რაოდენობა ჯგუფში 6-10 სტუდენტი. 
დაინტერესების შემთხვევაში ჩვენი წარმომადგენელი მოვა თქვენს კომპანიაში და ჩაატარებს დონის დასადგენ ტესტირებას და გასაუბრებას, რის საფუძველზეც მოხდება ჯგუფების დაკომლპექტება.
 
Oxford House გისურვებთ წარმატებებს!
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები