GE
ინგლისური ენა ორგანიზაციებისთვის
ღირებულება: 70 ლარი
Oxford House გთავაზობთ კორპორატიულ სერვისს, თქვენთვის მოსახერხებელი გრაფითკით, საქმიანი ადამიანებისთვის სპეციალურად მორგებული, დაჩქარებული სასწავლო პროგრამებით.
 
Oxford House-ის პროფესიონალ პედაგოგთა  გუნდთან ერთად თქვენ შეძლებთ გაიაროთ ერთი დონე მხოლოდ 3 თვეში.
 
სასწავლო პროგრამა
ზოგადი ინგლისურის სასწავლო პროგრამა მოიცავს ექვს დონეს :
  • Starter
  • Elementary
  • Pre-intermediate
  • Intermediate
  • Upper-intermediate 
  • Advanced
მეთოდი ითვალისწინებს წერის, კითხვის, ლაპარაკის და მოსმენის უნარების გაღრმავებას, ასევე თემატურად შესაბამისი გრამატიკული და ლექსიკური მასალის დამუშავებას.
გაკვეთილის პროცესი მაქსიმალურად ორიენტირებულია თითოეული სტუდენტის ჩართულობაზე.
პროგრამა შედგება უახლესი, BBC-ის  მასალებზე აგებული, სახელმძღვანელოებისგან _ Speakout.
 
პირობები და ფასები
გთავაზობთ მეცადინეობებს როგორც ჩვენს ოფისში, ასევე თქვენს კომპანიაში მოსვლით, სპეციალურად კორპორატიული ჯგუფებისთვის შემუშავებული პროგრამით და ფასებით:
 
ჯგუფური კურსების ფასები:
კურსი ჩვენს ოფისში ­_ 70 ლარი თვეში ;
კურსი, კომპანიაში პედაგოგის მისვლის სერვისით _ 75 ლარი თვეში.
ჯგუფები იქმნება მინიმუმ 6 მსმენელიდან და დასაშვებია მაქსიმუმ 12 მსმენელი.
 
დაინტერესების შემთხვევაში ჩვენი წარმომადგენელი მოვა თქვენს კომპანიაში და ჩაატარებს დონის დასადგენ ტესტირებას და გასაუბრებას.
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები