GE
საზაფხულო სკოლები, ტრენინგები და სასწავლო პროგრამები საზღვარგარეთ
UK Bridge-ი თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით, საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ პირებს ურჩევს სასურველ სკოლას, ინსტიტუტსა თუ კოლეჯს ნებისმიერ ქვეყანაში. ასევე ორგანიზებას უკეთებს სტუდენტების გამგზავრებას ინგლისური ენისა და სპორტულ საზაფხულო სკოლებში.
 
UK Bridge-ის სტუდენტები ხვდებიან ისეთ ცნობილ და რეიტინგულ სასწავლებლებში, როგორებიცაა:
  • UCL
  • London School of Economics
  • St. Andrew’s University
  • City University of New York
  • New York University
  • American University
  • Regents University
  • Naba
  • Queen Mary University
  • California State University
  • New York Film Academy
  • University of Arts in London
UK Bridge დაფუძნდა 2008 წელს. მას შემდეგ ჩვენმა კომპანიამ სხვადასხვა ქვეყანაში - დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ჩეხეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი - 2000 სტუდენტზე მეტი განათავსა დაახლოებით 150 სხვადასხვა სკოლაში, ინსტიტუტსა თუ კოლეჯში.
 
ბოლო წლების მანძილზე, UK Bridge-ის ორგანიზებით არაერთი ჯგუფი განთავსდა სასწავლო პროგრამებზე და ტრენინგ-კურსებზე სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებიდან. UK Bridge ის ორგანიზებით დაკომპლექტდა ჯგუფები - პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, იუსტიციის სახლიდან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან, განათლების სამინისტროდან და სხვ.
 
საგანმანათლებლო სააგენტო UK Bridge არის ერთ-ერთი პირველი სააგენტო, რომელმაც საქართველოში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზება დაიწყო. კომპანია ყოველწლიურად ატარებს განათლების გამოფენებს, სადაც მსოფლიოს საუკეთესო სკოლები, უნივერსიტეტები და კოლეჯები იღებენ მონაწილეობას.
 
UK Bridge მუშაობს განათლების მაღალი ხარისხის დამკვიდრებაზე და მიზნად ისახავს, შეინარჩუნოს, იყოს ერთერთი ყველაზე უფრო აქტიური, ნოვაციური და სანდო ორგანიზაცია საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის სფეროში.
 
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები