GE
10%-იანი ფასდაკლება სასტუმროს საქმის მენეჯმენტის კურსზე სტაჟირებით!
მხოლოდ 31 ივლისიდან 14 აგვისტომდე, მხოლოდ EDU.ARIS.GE-ის მკითხველისთვის, VIP IntelLect Group აცხადებს 10%-იან ფასდაკლებას კურსზე - სასტუმროს საქმის მენეჯმენტის“ სასერტიფიკატო პროგრამა სტაჟირებით და დასაქმების შეთავაზებით!
 
edu-პრომო აქციის ფარგლებში თქვენთვის კურსის ღირებულება იქნება 320 ლარი 350 ლარის ნაცვლად.

საქმის მენეჯმენტის კურსს წარუძღვება: დარინა ხუბაევი. 
 
სასტუმროს ბიზნესში რვაწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ტრენერი, მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს, როგორც ადგილობრივ ბრენდებთან (Bazaleti Palace, Archi group, Fund Hotel, hotel 27), ასევე სასტუმროს საერთაშორისო ქსელებთან ურთიერთობას (Starwood Hotels Group, Accor Hotels Group).
 
გაითვალისწინეთ! - ჩვენი საუკეთესო კურსდამთავრებულები, ჩვენი რეკომენდაციით წარმატებით აგრძელებენ სხვადასხვა პრესტიჟულ სასტუმროში და ტურისტულ კომპანიაში მუშაობას!
 
აგრეთვე, ჩვენი კურსდამთავრებული თავისუფლად შეძლებს ტურიზმის და სასტუმრო ბიზნესის დაწყებასა და მართვას!
 
ასევე გაგიწევთ საკონსულტაიო მომსახურებას, მათ ვისაც ტურიზმის სფეროში გსურთ საქმიანობა და საკუთარი ბიზნესის შექმნა ან სხვის ბიზნესში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობა, გარდა ამისა დაგეხმარებით კვალიფიციური კადრების მოძიებაში, თქვენი ბიზნესის პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვაში, რეკლამირებასა და გაყიდვების გაზრდაში!
 
პროგრამის მიზანი: ტურიზმი დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სასტუმროს მენეჯმენტის კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე, სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი სასტუმროს მენეჯერებთან ერთად შეიქმნა სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სასტუმროს ბიზნესის ყველა მოთხოვნას. თქვენ გეძლევათ რეალური შანსი, რომ მიიღოთ კვალიფიციური ცოდნა და შესაბამისად დასაქმდეთ  ამ პერსპექტიულ და განვითარებად სფეროში.
 
პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისი სურვილიცაა დაიმკვიდროს თავი სასტუმროს ბიზნესში წამყვან თანამდებობებზე ან ვისაც სურს საკუთარი სასტუმროს ბიზნეს იდეის განხორციელება.
 
პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:
 1. ინტერაქციული ლექციები.
2. სტაჟირება - პრესტიჟულ სასტუმროებში.
 
კურსის მიზანია სასტუმროს ინდუსტრიის გაცნობა და ამ მიმართულებით განვითარების ხედვის ჩამოყალიბება შეძლებს პრაქტიკულად  მიღებული ცოდნის დანერგვასა და თავის დამკვიდრებას არსებულ სფეროში. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70% - თეორია/პრაქტიკა.
 
კურსის სწავლის მეთოდები:
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL); 
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ახსნა–განმარტებითი მეთოდი;
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშობა;
  • ვიზიტი 5 ვარსკვლავიან სასტუმროში.
  • სალექციო კურსი მოიცავს:
  • სასტუმრო, როგორც ტურისტული ობიექტი და მისი სახეები;
  • მცირე და დიდი სასტუმროების ორგანიზაციული სტრუქტურა;
  • სასტუმროს დეპარტამენტების უფლება-მოვალეობები და მათი მუშაობის სპეციფიკა;
  • სასტუმროს ბიზნესში არსებული ტერმინოლოგია და მათი მნიშვნელობები;
  • სასტუმროს სერვისების შექმნა და რეალიზაცია;
  • სასტუმროს ონლაინ დაჯავშნის სოციალური მედიის საშუალებები;
  • მცირე და დიდი სასტუმროების დატვირთვის სპეციფიკა;
  • სასტუმროს ურთიერთობა ტურიტულ კომპანიებთან;
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამები და მათი მუშაობის სპეციფიკა;
  • სასტუმროს ბიზნესში ინვესტიციის სახეები.
პრაქტიკოსი სპეციალისტები დეტალურად შეგასწავლიან  სასტუმროს სპეციფიკას. რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით შეიძენთ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ სასტუმროს მიმართულებით ბიზნეს აზროვნების ჩამოყალიბებასა და მართვის უნარ-ჩვევების შემუშავებაში. თქვენი ცოდნით დაძლევთ საქართველოს სასტუმროს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და წარმატებით გაართმევთ თავს, სასტუმროს ნებისმიერ დეპარტამენტში, ნებისმიერ თანამდებობას.
 
სრული კურსის და სტაჟირების გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ: სასტუმროს მართვას, ასევე გამოიმუშავებთ იმ უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია სასტუმროს მენეჯერისთვის, მიეჩვევით გუნდური მუშაობის პრონციპებს .
 
1. ინტერაქციული ლექციების ხანგრძლივობა: 12 ლექცია - 1სთ 30წთ.
ლექციები მიმდინარეობს - კვირაში 3-ჯერ.
სალექციო კურსის ღირებულება ჯგუფში: 300 ლარი.
 
კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება!
 
2. სტაჟირება მიმდინარეობს თბილისის პრესტიჟულ სასტუმროებში.
სტაჟირების ღირებულება: 250 ლარი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები