GE
20%-იანი ფასდაკლება ბუღალტერიის კურსზე სტაჟირებით
ღირებულება: 208 ლარი
მხოლოდ 27 მაისიდან 3 ივნისამდე, მხოლოდ EDU.ARIS.GE-ის მკითხველთათვის ,,VIP Intellect Group”-ი გთავაზობთ 20%-იან ფასდაკლებას პრაქტიკული ბუღალტერიის კურსზე.
 
edu-პრომო აქციის ფარგლებში კურსის ღირებულება თქვენთვის იქნება 208 ლარი 260 ლარის ნაცვლად.
 
ფასდაკლების მისაღებად გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
,,VIP Intellect Group”-ი გთავაზობთ ბუღალტერიის კომპლექსურ პროგრამას.
 
ჩვენი კომპანია წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, პრაქტიკოსი სპეციალისტების და ტრენერებისგან შემდგარ გუნდს, ჩვენ მიერ წლების მანძილზე მომზადებული მსმენელები, აქტიურად აგრძელებენ მუშაობას დამოუკიდებელ ბუღალტრებად!
  1. პრაქტიკული და კომპიუტერული ბუღალტერიის შესწავლა
  2. კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების შესწავლა
  3. სტაჟირება ,,AMG”-  ბუღალტრულ კომპანიაში
1. პრაქტიკული და კომპიუტერული ბუღალტერიის შესწავლა
 
მიზნობრივი ჯგუფები: კომბინირებული ჯგუფები, როგორც დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის, ასევე ნებისმიერი პროფესიის და განათლების მქონე პირთათვის.
 
კურსის აღწერა:
ტრენინგ პროგრამა შექმნილია კვალიფიციური გამოცდილი ბუღალტრებისა და აუდიტების ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს ფინანასური აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების კომპლექსურ შესწავლას, რის საფუძველზეც შეძლებთ კომლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს, როგორც ფინანასური უწყისების, ასევე საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, რთულ ფინანასურ სიტუაციებში რჩევების მიცემას და საგადასახადო კანონების მორგებას და ლავირებას კომპანიის სასიკეთოდ.
 
სწავლების მეთოდი:
ლექციები, ინტერქტივი, დისკუსია, პრაქტიკული ქეისები და სამუშაოები, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტები, მათი განხილვა და ანალიზი, კურსის განმავლიბაში ჩატარდება ორი შუალედური, ხოლო დასრულებისას სასერთიფიკატო გამოცდა.
 
შედეგი: 
პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად აწარმოოთ ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოთ საგადასახადო აღრიცხვიანობა, მოახდინოთ ანგარიშების ნაშთების კონტროლი და ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადება.
 
დამატებითი ბენეფიტები და უპირატესობები: კურსს უძღვება გამოცდილი პროფესიონალი სერტიფიცირებული, პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტერი, მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა,  სხვადასხვა ქეისების მაგალითების დოკუმენტაციები, კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერთიფიკატი.
 
კურსის ხანგრძლივობა - 24 ლექცია
ლექციის ხანგრძლივობა -1.30
კურსის ღირებულება ჯგუფში - 208 ლარი 260 ლარის ნაცვლად
 
კურსის ღირებულება - ორკაციან ჯგუფში 350 ლარი
კურსის ხანგრძლივობა - 24 ლექცია
ლექციის ხანგრძლივობა -1.15 წთ
 
კურსის ღირებულება - ინდივიდუალურად 500 ლარი
კურსის ხანგრძლივობა - 20 ლექცია
ლექციის ხანგრძლივობა -1 სთ
 
მეცადინეობა ჩატარდება - დილის, დღის და საღამოს ჯგუფებში
 
კომპიუტერული ბუღალტერია:
  • ორისი - 8 ლექცია - ინდივიდუალურად - 140 ლარი
    2 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 100 ლარი
     
  • სუპერფინი - 8 ლექცია - ინდივიდუალურად - 140 ლარი
    2 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 100 ლარი
     
  • ინფო - 6 ლექცია - ინდივიდუალურად - 150 ლარი
    2 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 100 ლარი
     
  • 1C - ბუღალტერია
    2-3 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 200 ლარი
    ინდივიდუალურად - 6 საათი - 300 ლარი
     
  • www.rs.ge- სთან მუშაობის შესწავლა ინდივიდუალურად: 1 ლექცია - 25 ლარი
სტაჟირება:
,,VIP INTELLECT GROUP"-ის საბუღალტრო აღრიცხვისა და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან შპს ,,AMG"-ის გამოცდილ და პროფესიონალ ბუღალტრებთან. ეს იქნება რეალური პრაქტიკა, რომ შემდგომაც კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად აწარმოოს საბუღალტრო საქმიანობა სხვადასხვა სფეროში!
 
სტაჟირებისას პრაქტიკანტს რეალურად ექნება შეხება:
  1. მოქმედი, სხვადასხვა ორგანიზაციების დოკუმენტების დამუშავებასთან
  2. კომპიუტერული პროგრამა ორისის შესწავლა რეალურ საბუთებზე დაყრდნობით
  3. www.rs.ge-სთან მუშაობა
  4. ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა
პრაქტიკის ხანგრძლივობა: ერთი თვე
დღეში არანაკლებ 2 საათისა:
ღირებულება ინდივიდუალურად: 250 ლარი
 
გაითვალისწინეთ: თქვენ პრაქტიკულ ბუღალტრულ საქმიანობას შეგასწავლიან ისეთი დონის ბუღალტრები, რომელთაც აქვთ დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება წარმოების, ვაჭრობის და მომსახურების სფეროს ყველანაირ ორგანიზაციაში!
 
მოგეცემათ რეკომენდაცია დამსაქმებლებთან!
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები