GE
20%-იანი ფასდაკლება ფარმაციის და სამედიცინო მენეჯმენტის კურსებზე
მხოლოდ 22 ივლისიდან 29 ივლისამდე, მხოლოდ EDU.ARIS.GE-ის მკითხველთათვის ,,VIP Intellect Group“ გთავაზობთ 20%-იან ფასდაკლებას ფარმაციის და სამედიცინო მენეჯმენტის კურსებზე.

edu-პრომო აქციის ფარგლებში თქვენთვის ფარმაციის კურსის ღირებულება იქნება 200 ლარი 300 ლარის ნაცვლად, ხოლო სამედიცინო მენეჯმენტის კურსის ღირებულაბა - 220 ლარს 275 ლარის ნაცვლად.
 
ფასდაკლების მისაღებად გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
 
"VIP Intellect Group" გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსებს:
  1. საზაფხულო ინტენსიური შეთავაზება - ფარმაკოლოგიასა და პარაფარმაციაში, სტაჟირებით და საუკეთესოების დასაქმებით!
  2. სამედიცინო მენეჯმენტის ტრეინინგ კურსი
გაითვალისწინეთ: ჩვენს მიერ უკვე დასაქმებულია ათობით ჩვენი საუკეთესო კურსდამთავრებული!

1. ფარმაკოლოგია და პარაფარმაცია

ვისთვისაა კურსი გათვლილი?

ფარმაკოლოგიით დანტერესებულ ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის. აგრეთვე პარაფარმაციით დაინტერესებული პირები შესაძლებელია იყვნენ არასამედიცინო განათლების მქონე.

ტრენინგ-კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა ან მუშაობს ფარმაცევტად ან კონსულტანტად აფთიაქში და სურს პროფესიული დონის ამაღლება.

კურსის მიზანია: კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშევება, რომელიც რეალურად შეწყობს ხელს კურსდამთავრებულს, რათა მიიღოს მეტი ცოდნა და დასაქმების შესაძლებლობა სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებსა და აფთიაქებში.

კურსი მოიცავს: თეორიული და პრაქტიკულ ნაწილს.

თეორიული ნაწილში
  • მსმენელი გაეცნობა სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით. მედიკამენტთა თითოეული ჯგუფის განხილვა იმ დაავადებათა კლინიკასთან ერთად, რომლის დროსაც ინიშნება ეს მედიკამენტები, ასევე გაეცნობა აფთიაქის სტრუქტურას.
  • სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას, ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს, მოქმედების მექანიზმებს, ჩვენებებს, გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებს;
  • ფარმაცევტის სამუშაო პროგრამას;
  • სარეცეპტო და არასარეცეპტო მედიკამენტების გაცემის წესებს;
  • ეფექტური მომსახურებისა და გაყიდვების ტექნიკებს.
  • რამოდენიმე ლექცია დაეთმობა პარაფარმაციას, ამ ტრეინინგის ქვეშ იგულისხმება: ბავშვთა კვება, ჰიგიენის და მოვლის საშუალებები, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებში
ტრეინინგის მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით.
ტრენინგის მსვლელობისას გამოიყენება როლური თამაშები (აფთიაქის სიტუაციის სიმულირება),

ტესტირება ჩატარდება: ყოველ 3 სალექციო დღის განვლილ თეორიულ ნაწილზე.
ხოლო კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება, ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 2 კურსდამთვრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ.

პრაქტიკულ ნაწილში - სტაჟირების დროს გაეცნობა სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამა - Apex-ს, აფთიაქში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოების, ცვლის გადაბარების წესებს. შეისწავლის მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, ეფექტურ მომსახურებას.

სტაჟირება სად და რა ინტენსივობით ჩატარდება:
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან 1 თვიან უფასო ან ფასიან პრაქტიკას "ნეო ფარმა"-ს და 36, 6-ის სააფთიაქო ქსელებში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

კურსდამთავრებულის უპირატესობა:
გაითვალისწინეთ: ჯგუფიდან საუკეთესო 2 კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის უფასოდ ერთი თვე.
მათ შორის რეკომენდირებული სტაჟიორი აგრძელებს მეორე თვეში ანაზრაურებად სტაჟირებას, რომლის შემდგომაც იწყებს მუშაობას.
 
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
 
აფთიაქში პრაქტიკის მსვლელობის პერიოდში ჩატარდება სემინარები და განიხილება აფთიაქში ხშირად შექმნილი სხვადასხვა სიტუაცია.

თეორიული კურსი გრძელდება ორი თვის ნაცვლად ერთი თვე - კვირაში 3-ჯერ ტარდება 1 სთ 30 წთ-იანი ლექციების ნაცვლად ორი ლექცია.
ღირებულება თვეში: 200 ლარს 300 ლარის ნაცვლად
სტაჟირება: 150 ლარი.

კურსს უძღვება: მოწვეული, პრაქტიკოსი, მაგისტრის ხარისხის მქონდე სერტიფიცირებული ტრენერი.

2. VIP INTELLECT GROUP-ი გთავაზობთ ,,სამედიცინო მენეჯმენტის” მოსამზადებელ პროგრამას.

კურსის მიზანია:
 
ტრენინგ პროგრამა ზოგადი სამედიცინო მენეჯერებისთვის გათვლილია იმ პირებზე, რომელთაც სურთ იმუშაონ სამედიცინო დაწესებულების მენეჯერად.
  • მოლაპარაკების პრინციპების, ტექნიკისა და მართვის უნარების გამომუშავება.
  • კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.
  • კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან, ასევე ქეისების აქტიური ანალიზი და მომზადება.
კურსის თემატიკა:
  • ორგანიზაციული მენეჯმენტი
  • მართვის ზოგადი უნარ-ჩვევები
  • საქმიანი კომუნიკაცია
  • მოლაპარაკების უნარ-ჩვევები
  • გუნდური მუშაობის ტაქტიკა და ტექნიკა
  • სამედიცინო პროცესის კასკადის დაგეგმვა
  • ექიმის და პაციენტის უფლებები
  • ძირითადი წინააღმდეგობების გადალახვა, მართვა კრიზის დროს
  • პროექტის მისიის და მიზნების მნიშვნელობა
  • ეფექტური ურთიერთობა ორგანიზაციაში
  • სამედიცინო პერსონალის მოტივაცია და ორგანიზაცია
  • დროის  მართვის თანაედროვე მეთოდები
  • სამედიცინო სტატისტიკა
  • ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია
  • ადამიანური რესურსების ეფექტური მართვის მიმართულებები და ფუნქციები,
  • კადრების შერჩევა, პერსონალის შერჩევისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები და  აქტუალური პრობლემები
  • თანამშრომლების მოვალეობები და სუბორდინაცია
  • ზოგადი ფსიქოლოგია
  • კადრების განვითარება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი, საშტატო გადაადგილების ეფექტური მართვა.
კურსი მოიცავს: 21 საათს
კვირაში ჩატარდება: 2 ლექცია
ლექციის ხანგრძლივობა: 3 საათი
კურსის ღირებულება: 220 ლარს 275 ლარის ნაცვლად
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები