GE
ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის კურსები სტაჟირებით და დასაქმებით
,,VIP Imtellect Group”  გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის: ფარმაკოლოგიასა და პარაფარმაციაში, სტაჟირებით და საუკეთესოების დასაქმებით!
 
სამედიცინო მენეჯმენტი!
 
ფარმაკოლოგია და პარაფარმაცია, სტაჟირებით და საუკეთესოების დასაქმებით!
 
გაითვალისწინეთ!  ჩვენი კურსების დასრულების შემდეგ უკვე რამოდენიმე წელია ათობით ჩვენი კურსდამთავრებული წარმატებით აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში!
 
ვისთვისაა კურსი გათვლილი?
 
ფარმაკოლოგიით დანტერესებულ   ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის. აგრეთვე პარაფარმაციით დაინტერესებული პირები შესაძლებელია იყვნენ არასამედიცინო განათლების მქონე.

 ტრენინგ-კურსი  მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა  ან მუშაობს ფარმაცევტად ან კონსულტანტად აფთიაქში და სურს პროფესიული დონის ამაღლება.
 
კურსის მიზანია:  კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშევება, რომელიც რეალურად შეწყობს ხელს კურსდამთავრებულს, რათა მიიღოს მეტი  ცოდნა და დასაქმების შესაძლებლობა სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებსა და აფთიაქებში.
 
კურსი მოიცავს: თეორიული და პრაქტიკულ ნაწილს:
 
თეორიული ნაწილში - მსმენელი გაეცნობა სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით. მედიკამენტთა თითოეული ჯგუფის განხილვა იმ დაავადებათა კლინიკასთან ერთად, რომლის დროსაც ინიშნება ეს მედიკამენტები, ასევე გაეცნობა აფთიაქის სტრუქტურას. სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას, ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს, მოქმედების მექანიზმებს, ჩვენებებს, გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებს; ფარმაცევტის სამუშაო პროგრამას;
სარეცეპტო და არასარეცეპტო მედიკამენტების გაცემის წესებს; ეფექტური მომსახურებისა და გაყიდვების ტექნიკებს.
 
რამოდენიმე ლექცია დაეთმობა პარაფარმაციას, ამ ტრეინინგის ქვეშ იგულისხმება:
ბავშვთა კვება, ჰიგიენის და მოვლის საშუალებები, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებში
 
ტრეინინგის მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით. ტრენიინგის მსვლელობისას გამოიყენება როლური თამაშები (აფთიაქის სიტუაციის სიმულირება),
 
ტესტირება ჩატარდება: ყოველ  3 სალექციო დღის განვლილ თეორიულ ნაწილზე.

ხოლო კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება, ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 2 კურსდამთვრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ.
 
პრაქტიკულ ნაწილში - სტაჟირების დროს  გაეცნობა სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამა - Apex-ს, აფთიაქში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოების, ცვლის გადაბარების წესებს. შეისწავლის  მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, ეფექტურ მომსახურებას.
 
სტაჟირება სად და რა ინტენსივობით ჩატარდება: 
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან 1 თვიან უფასო ან ფასიან პრაქტიკას ,,ნეო ფარმა“-ს და ,,36,6“-ის პრესტიჟულ  სხვადასხვა  აფთიაქებში, კვირაში 6 დღე, შემდგომი დასაქმეპის პერსპექტივით, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
 
გაითვალისწინეთ: ჯგუფიდან საუკეთესო  2 კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის უფასოდ ერთი თვე. მათ შორის საუკეთესო სტაჟიორი მეორე თვეში  იწყებს მუშაობას.
 
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი. 

აფთიაქში პრაქტიკის მსვლელობის პერიოდში ჩატარდება სემინარები და განიხილება აფთიაქში ხშირად შექმნილი სხვადასხვა სიტუაცია.
 
თეორიული კურსი გრძელდება ორი თვე
კვირაში 3-ჯერ ტარდება 1სთ 30წთ-იანი ლექციები.
ღირებულება თვეში: 150 ლარი.
სტაჟირება: 150 ლარი.
 
კურსს უძღვება: მოწვეული, პრაქტიკოსი, მაგისტრის ხარისხის მქონდე სერტიფიცირებული ტრენერი.
 
ტრეინინგ კურსი - სამედიცინო მენეჯმენტში

კურსის გათვალისწინებულია: ტრენინგ პროგრამა ზოგადი სამედიცინო მენეჯერებისათვის გათვლილია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირთათვის, რომელთაც სურთ იმუშაონ სამედიცინო დაწესებულებში მენეჯერებად.

გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული ტრეინინგების ჩატარება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე ტრენერის ადგილზე მიწვევით თბილისსა და სხვა ქალაქებში.

კურსდამთავრებულის უპირატესობა:
  • სამედიცინო დაწესებულებაში პროცესების მართვა.
  • მოლაპარაკების პრინციპების, ტექნიკისა და მართვის უნარების გამომუშავება.
კურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან.
კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.

კურსის თემატიკა:
  • ორგანიზაციული მენეჯმენტი
  • მართვის ზოგადი უნარ-ჩვევები
  • საქმიანი კომუნიკაცია
  • მოლაპარაკების უნარ-ჩვევები
  • გუნდური მუშაობის ტაქტიკა და ტექნიკა
  • სამედიცინო პროცესის კასკადის დაგეგმვა
  • ექიმის და პაციენტის უფლებები
  • ძირითადი წინააღმდეგობების გადალახვა, მართვა კრიზის დროს
  • პროექტის მისიის და მიზნების მნიშვნელობა
  • ეფექტური ურთიერთობა ორგანიზაციაში
  • სამედიცინო პერსონალის მოტივაცია და ორგანიზაცია
  • დროის მართვის თანამედროვე მეთოდები
  • სამედიცინო სტატისტიკა
  • ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია
  • ადამიანური რესურსების ეფექტური მართვის მიმართულებები და ფუნქციები
  • კადრების შერჩევა, პერსონალის შერჩევისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები და აქტუალური პრობლემები
  • თანამშრომლების მოვალეობები და სუბორდინაცია
  • ზოგადი ფსიქოლოგია
  • კადრების განვითარება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი
  • საშტატო გადაადგილების ეფექტური მართვა
  • ქეისების აქტიური ანალიზი და მომზადებ
კურსი მოიცავს: 22 საათს
კურსის ღირებულება: 250 ლარი

კურსს უძღვება: მოწვეული, პრაქტიკოსი, მაგისტრის ხარისხის მქონე სერტიფიცირებული ტრენერი სამედიცინო სფეროში.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები