GE
ფარმაციის სასერთიფიკატო კურსები დასაქმების პერსპექტივით
ღირებულება: 130 ლარი
,,VIP Imtellect Group” გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსებს ფარმაციაში - დასაქმების პერსპექტივით!
 
გაითვალისწინეთ: ჩვენს მიერ უკვე დასაქმებულია ათობით ჩვენი საუკეთესო კურსდამთავრებულები!
 
ვისთვისაა კურსი გათვლილი?

ფარმაკოლოგიით დანტერესებულ   ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის.
 
ტრენინგ-კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა  ან მუშაობს ფარმაცევტად და სურს პროფესიული დონის ამაღლება.
 
კურსის მიზანია:  კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშევება, რომელიც რეალურად შეწყობს ხელს კურსდამთავრებულს, რათა მიიღოს მეტი  ცოდნა და დასაქმების შესაძლებლობა სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებსა და აფთიაქებში.
 
კურსი მოიცავს: თეორიული და პრაქტიკულ ნაწილს.
  • თეორიული ნაწილში - მსმენელი გაეცნობა სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით. მედიკამენტთა თითოეული ჯგუფის განხილვა იმ დაავადებათა კლინიკასთან ერთად, რომლის დროსაც ინიშნება ეს მედიკამენტები, ასევე გაეცნობა აფთიაქის სტრუქტურას.
    ტრეინინგის მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით. ტრენინგის მსვლელობისას გამოიყენება როლური თამაშები (აფთიაქის სიტუაციის სიმულირება), ყოველ  3 სალექციო დღეს განვლილ თეორიულ ნაწილზე.
  • პრაქტიკულ ნაწილში - სტაჟირების დროს  გაეცნობა სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამა - Apex-ს, აფთიაქში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოების, ცვლის გადაბარების წესებს. შეისწავლის  მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, ეფექტურ მომსახურებას.
სტაჟირება სად და რა ინტენსივობით ჩატარდება: კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან 1 თვიან უფასო ან ფასიან პრაქტიკას ,,ნეო ფარმა“-სა და ,,პსპ“-ში  აფთიაქებში, კვირაში 6 დღე, შემდგომი დასაქმეპის პერსპექტივით, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
 
კურსდამთავრებულის უპირატესობა:
 
გაითვალისწინეთ: ჯგუფიდან საუკეთესო 1 კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის უფასოდ ერთი თვე. მათ შორის რეკომენდირებული სტაჟიორი აგრძელებს მეორე თვეში ანაზრაურებად სტაჟირებას, რომლის შემდგომაც იწყებს მუშაობას.
 
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
 
აფთიაქში პრაქტიკის მსვლელობის პერიოდში ჩატარდება სემინარები და განიხილება აფთიაქში ხშირად შექმნილი სხვადასხვა სიტუაცია.
 
თეორიული კურსი შედგება 24 ლექციისაგან.
კვირაში 3-ჯერ ტარდება 2 საათიანი ლექციები.
 
ღირებულება თვეში: 130 ლარი.
სტაჟირება: 140 ლარი. ჯგუფიდან საუკეთესო 1 კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის უფასოდ

კურსს უძღვება: მოწვეული, პრაქტიკოსი, მაგისტრის ხარისხის მქონდე სერტიფიცირებული ტრენერი.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე სარეგისტრაციო ფორმა.
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები