GE
ფარმაკოლოგიის და პარაფარმაციის სასერტიფიკატო კურსი სტაჟირებით
ღირებულება: 150 ლარი
,,VIP Intellect Group” გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსებს ფარმაკოლოგიასა და პარაფარმაციაში, სტაჟირებით და საუკეთესოების დასაქმებით!
 
გაითვალისწინეთ: ჩვენ მიერ უკვე დასაქმებულია ათობით ჩვენი საუკეთესო კურსდამთავრებული.
 
ვისთვისაა კურსი გათვლილი?
ფარმაკოლოგიით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება ფარმაციის ან სამედიცინო სფეროში, ასევე შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისთვის. აგრეთვე პარაფარმაციით დაინტერესებული პირები შესაძლებელია იყვნენ არასამედიცინო განათლების მქონე.
 
ტრენინგ-კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა  ან მუშაობს ფარმაცევტად და სურს პროფესიული დონის ამაღლება.
 
კურსის მიზანია: 
კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშევება, რომელიც რეალურად შეწყობს ხელს კურსდამთავრებულს, რათა მიიღოს მეტი  ცოდნა და დასაქმების შესაძლებლობა სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებსა და აფთიაქებში.
 
კურსი მოიცავს: თეორიული და პრაქტიკულ ნაწილს.
  • თეორიულ ნაწილში - მსმენელი გაეცნობა სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით. მედიკამენტთა თითოეული ჯგუფის განხილვა იმ დაავადებათა კლინიკასთან ერთად, რომლის დროსაც ინიშნება ეს მედიკამენტები, ასევე გაეცნობა აფთიაქის სტრუქტურას.
  • სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაციას, ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს, მოქმედების მექანიზმებს, ჩვენებებს, გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებს.
  • ფარმაცევტის სამუშაო პროგრამას;
  • სარეცეპტო დაარასარეცეპტო მედიკამენტების გაცემის წესებს;
  • ეფექტური მომსახურებისა და გაყიდვის ტექნიკებს.
რამდენიმე ლექცია დაეთმობა პარაფარმაციას.ამ ტრენინგში იგულისმება:
  • ბავშვთა კვება;
  • ჰიგიენის და მოვლის საშუალებები, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებში.
ტრეინინგის მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით.
ტრენინგის მსვლელობისას გამოიყენება როლური თამაშები (აფთიაქის სიტუაციის სიმულირება),

 
ტესტირება ჩატარდება: ყოველ 3 სალექციო დღის განვლილ თეორიულ ნაწილზე. ხოლო კურსის ბოლოს ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება, ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 2 კურსდამთვრებული სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასოდ.
  • პრაქტიკულ ნაწილში - სტაჟირების დროს  გაეცნობა სააფთიაქო კომპიუტერულ პროგრამა - Apex-ს, აფთიაქში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოების, ცვლის გადაბარების წესებს. შეისწავლის  მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, ეფექტურ მომსახურებას. 
სტაჟირება სად და რა ინტენსივობით ჩატარდება: 
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან 1 თვიან უფასო ან ფასიან პრაქტიკას ,,ნეო ფარმა“-ს აფთიაქებში, კვირაში 6 დღე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
 
კურსდამთავრებულის უპირატესობა:
გაითვალისწინეთ: ჯგუფიდან საუკეთესო 2 კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის უფასოდ ერთი თვე. მათ შორის რეკომენდირებული სტაჟიორი აგრძელებს მეორე თვეში ანაზრაურებად სტაჟირებას, რომლის შემდგომაც იწყებს მუშაობას.
 
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
 
აფთიაქში პრაქტიკის მსვლელობის პერიოდში ჩატარდება სემინარები და განიხილება აფთიაქში ხშირად შექმნილი სხვადასხვა სიტუაცია.
 
თეორიული კურსი გრძელდება ორი თვე - კვირაში 3-ჯერ ტარდება 1 სთ 30 წთ-იანი ლექციები.
ღირებულება თვეში: 150 ლარი.
სტაჟირება: 150 ლარი.
 
(ჯგუფიდან საუკეთესო  2 კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის უფასოდ)

კურსს უძღვება: მოწვეული, პრაქტიკოსი, მაგისტრის ხარისხის მქონდე სერტიფიცირებული ტრენერი.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები