GE
ინფორმაციული ტექნოლოგიის (IT) და SQL Server-ის შემსწავლელი კურსები
,,VIP Intellect Group” აცხადებს მსმენელთა მიღებას IT ინფორმაციული ტექნოლოგიის და SQL Server-ის პროფესიონალურ შემსწავლელ კურსებზე.
 
1. სისტემური და ქსელური ადმინისტირირება
 
კურსი განკუთვნილია: მათთვის, ვისაც სურს განათლება მიიღოს ქსელური და სისტემური ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
  1. კომპიუტერები, კომპონენტები, ცალკეული დეტალები, ბიოსი და მისი ფუნქციები
  2. ოპერაციული სისტემები (XP/WIN7/8.1/ LINUX centos) მათი ინსტალაცია, ვირტუალური მანქანების გამართვა, პროგრამული უზრუნველყოფა
  3. ოპერაციული სისტემების მიმოხილვა: Users & Group, IP დამისამართება, ინფორმაციის და მოწყობილობების ქსელში გაზიარება და მათზე უფლებების მინიჭება ...
  4. ვინჩესტერების დაყოფა, ბექაფ სისტემები, ინფორმაციის ბექაფირება (სისტემის & უტილიტის გამოყენებით), დაკარგული ინფორმაციის აღდგენა  
  5. ქსელი, ქსელური ტოპოლოგიები, ქსელური მოწყობილობები & მათი მუშაობის პრინციპები, osi & tcp/ip მოდელები
  6. IP მისამართები და მათი კლასიფიკაცია
  7. IP  საბნეტიზაცია
  8. სერვერები მათი ტიპები, გამართვა (ინსტალაცია) SERVER 2008 -ის ბაზაზე
  9. SERVER 2008   AD (domein kontroleri)
  10. DHCP, DNS 
  11. File server, USER & GROUPS, ქსელში გაზიარებულ ფაილებზე ნებართვების და შეზღუდვების მინიჭება
  12. როუტერების და ვაერლესის კონფიგურაცია
კურსდამთავრებული შეძლებს:
  • გამართოს პერსონალური კომპიუტერი (ოპერაციული სისტემით, და სასურველი პროგრამებით)
  • მოაწყოს მცირე და საშუალო ქსელები  სხვადასხვა ქსელური აპარატურის გამოყენებით
  • ჩართოს და მწყობრში მოიყვანოს ქსელში არსებული აპარატურა (პრინტერები, სკანერები, ...)
  • დაგეგმაროს და გამართოს სხვადასხვა სახის სერვერები ( AD, DHCP, print server, file server, firwall,....) საჭიროების    შეთხვევაშ
  • მონიტორინგის გაწევას
კურსის ხანგრძლივობაა: 12 ლექცია 2 საათიანი
სწავლის ღირებულება: ჯგუფში არანაკლებ 4-5 მსმენელისა - 280 ლარი
 
SQL Server-ის ადმინისტრირება, გამოყენება და მხარდაჭრა
 
კურსი მსმენელებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ SQL Server–ის ახალი შესაძლებლობები და ამით შეძლონ SQL Server  მონაცემთა ბაზებისა და სერვერების დაპროექტება, შემუშავება, ფუნქციონირება და განვითარება. გარდა ამისა, კურსი აძლევს მსმენელებს იმ ცოდნას, რაც საჭიროა SQL Server–ის აღნიშნული ახალი შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენებისათვის.
 
სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები: მსმენელი უნდა ფლობდეს ცოდნას შემდეგი საკითხების შესახებ: ოპერაციული სისტემები (საფუძვლები), კომპიუტერის არქიტექტურა, პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამირების საფუძვლები.
 
სწავლის/სწავლების მეთოდები: აღნიშნული დისციპლინის შესწავლა ხორციელდება ლექციებზე, პრაქტიკულ მეცადინეობებზე და დამოუკიდებელი მუშაობის დროს სახელმძღვანელოების, რეკომენდირებული ლიტერატურის და ინტერნეტის გამოყენებით.
 
კურსდამთავრებული შეძლებს: SQL Server-ი ერთ-ერთი უძლიერესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც დღესდღეობით გამოიყენება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, საბანკო სექტორებში და მსხვილ კომპანიებში. ეს კურსი თქვენ მოგცემთ საშუალებას შეიქმნათ პერსპექტიული მომავალი და გააღრმავოთ ცოდნა, გაუწიოთ ადმინისტრირება კომპანიაში არსებული მონაცემთა ბაზების სისტემას, დაარეზერვოთ, იზრუნოთ მონაცემების უსაფრხოებაზე, მოახდინოთ ყველაფრის ავტომატიზირება და მონიტორინგი, რათა კომპანიაში არსებული თითოეული ინფორმაციის დეტალიც კი არ იქნეს დაკარგული.
 
ხანგრძლივობა: 12 ლექცია
ლექციები ტარდება კვირაში 2-ჯერ
 
სწავლის ღირებულება თვეში:
3-4 კაციან ჯგუფში - 500 ლარი;
ორკაციან ჯგუფში 650 ლარი;
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები