GE
მარკეტინგის, პროექტების მართვის, PR-ისა და მედია მენეჯმენტის ექსპრეს კურსები
VIP Intellect Group გთავაზობთ ექსპრეს კურსებს სერვის+; HR მენეჯმენტში, მარკეტინგში,  პროექტების მართვაში, ღონისძიებების მენეჯმენტში, PR-ში, მედია მენემენტში!
 
ტრენინგი - ,,სერვის +“
 
ტრენინგის მიზანი: წარმატებული კომუნიკაციის წარმოებისათვის აუცილებელი უნარების განვითარება; საუბრის მართვის ფსიქოლოგიური ტექნიკების შესწავლა; შრომითი მოტივაციის მაქსიმალიზაცია; გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.
 
შედეგები: მომსახურების სტანდარტების ამაღლება, წარმატებული კომუნიკაციისათვის სავალდებულო უნარ–ჩვევების გამომუშავება.
 
თემები:
  • მომსახურების ტექნიკები;
  • კლიენტის ქცევის მართვა;
  • საუბრის სტიმულირების მეთოდები;
  • გუნდი და გუნდური მუშაობის უნარები;
  • მიზნის დასახვის და მიღწევის სტრატეგიები;
  • გავლენის ფსიქოლოგია  კომუნიკაციებში.
კურსის ხანგრძლივობა: 12 ასტრონომიული საათი
ღირებულება: 250 ლარი ერთი მონაწილისთვის.
 
ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები
 
ტრენინგის მიზანია: მმართველობითი საქმიანობების დაგეგმარების პრინციპების გაცნობა; სამუშაოს შესრულების მართვა მოტივაციის სისტემების გამოყენებით; შესრულებული სამუშაოს სისტემური შეფასება ორგანიზაციულ მიზნებთან მიმართებაში; კომპეტენციების მოდელების ფორმირება კარიერული რუქების შესაქმნელად; ხელმძღვანელობასა და დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ეფექტური კავშირის უზრუნველყოფა; ეფექტური მენეჯმენტისა და თვითმენეჯმენტის უნარ–ჩვევების განვითარება; პერსონალის მოტივირების, მიზნისკენ მიმართვის, ეფექტური მართვის, ლიდერობის უნარების განვითარება.
 
ტრენინგი განკუთვნილია ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში პროფესიული ცოდნის მიღების მსურველებისთვის; შერჩევის, განვითარების და სხვ. მენეჯერებისთვის, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ადამიანური რესურსების მართვის  სისტემების შემუშავება, დანერგვა, მართვაში;
 
კურსის ხანგრძლივობა 12სთ;
კურსის ღირებულება ერთი მონაწილისთვის: 250 ლარი.
 
 
მარკეტინგის მენეჯმენტის ექსპრესკურსი
 
,,VIP Intellect Group” აცხადებს მსურველთა მიღებას მარკეტინგის მენეჯმენტის ექსპრესკურსზე. პროგრამა განკუთვნილია მათთვის ვინც უკვე საბაზისო დონეზე ფლობს მარკეტინგის შესახებ ინფორმაციას და სურს ცოდნის გაღრმავება, ასევე მათთვის უცხოა ეს სფერო და ვისაც ახალი პროფესიის დაუფლების სურვილი აქვს.
 
პროგრამის მსვლელობისას განხილული იქნება როგორც თეორია, ასევე პრაქტიკული მაგალითები ქართული და უცხოური კომპანიების მაგალითზე. პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70% – თეორია/პრაქტიკა. პროგრამა მოიცავს შემდეგ მოდულებს:
  • მარკეტინგის ძირითადი კონცეფციები (მარკეტინგი და მარკეტინგული პროცესების განსაზღვრა);
  • მარკეტინგული კვლევა (გასაღების ბაზრის კვლევა, ფირმის საქმიანობის კვლევა);
  • მარკეტინგის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და რეალიზაცია;
  • მარკეტინგის ამოცანები;
  • მყიდველის ქცევის მოდელი, მყიდველის ქცევაზე მოქმედი ფაქტორები,
  • იმიჯი და PR;
  • „სამუშაო ინსტრუმენტები“;
  • საჯარო გამოსვლის ხელოვნება;
  • კომუნიკაცია;
  • ბრენდინგი.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:
  • კომპანიის პროდუქტების მარკეტინგული ანალიზი და მარკეტინგგეგმისშედგენა;
  • მარკეტინგის განყოფილების პროდუქტების მართვა და განვითარება;
  • სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული და პიარ (PR) ღონისძიებების ორგანიზება;
  • მარკეტინგული აქციების მართვა;
  • გაყიდვების განვითარება.
პროგრამის ხანგრძლივობა - 12 საათი
კურსის ღირებულება - 250 ლარი.
 
 
Project Management
 
ტრენინგის შესახებ: ტრენინგის მიზანია, მსმენელების მიერ პროექტების ეფექტური მენეჯმენტის კონცეფციისა და თანამედროვე ტექნიკის სრულყოფილი ათვისება, თეორიული ცოდნის შეძენასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

მსმენელები გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათ პროექტების მართვისთვის სჭირდებათ.
პროგრამის მსვლელობისას განხილული იქნება როგორც თეორია, ასევე, პრაქტიკული მაგალითები ქართული და უცხოური პროექტების მაგალითზე. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით: 30%/70% –თეორია/პრაქტიკა. ტრენინგის მოდულები:
  • პროექტის მიზნების განსაზღვრა;
  • პროექტის დაგეგმვის მეთოდები;
  • რესურსების განსაზღვრა;
  • პროექტის რისკების შეფასება და მართვა;
  • ქართული რეალობა და საერთაშორისო მაგალითები.
პროგრამის ხანგრძლივობა - 10 საათი
კურსის ღირებულება თვეში - 250 ლარი
 
 
ღონისძიებების მენეჯმენტი
 
ტრენინგის შესახებ: ღონისძიებების მენეჯმენტი არის ხელოვნება. ღონისძიებების მართვა პროექტის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, შემადგენელი ნაწილია.
მსმენელები გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათ ღონისძიებების მართვისთვის სჭირდებათ.
 
პროგრამის მსვლელობისას განხილული იქნება როგორც თეორია, ასევე, პრაქტიკული მაგალითები ქართული და უცხოური კომპანიების მაგალითზე. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით: 30%/70% – თეორია/პრაქტიკა. ტრენინგი შედგება შემდეგი მოდულებისგან:
  • იდეის განსაზღვრება;
  • ღონისძიებების ტიპები;
  • დაგეგმვა, მენეჯმენტი, პასუხისმგებლობები;
  • პროექტის ტექნიკური მენეჯმენტი;
  • ღონისძიების დღე და ადგილი;
  • ღონისძიების შედეგების შეფასება, კრიტერიუმების განსაზღვრა.
პროგრამის ხანგრძლივობა - 10 ლექცია
კურსის ღირებულება თვეში - 250 ლარი
 
 
ექსპრეს კურსები PR და კომუნიკაციების მართვაში
 
PR მენეჯმენტის ტრენინგ-პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე საბაზისო დონეზე ფლობს PR-ის შესახებ ინფორმაციას და სურს ცოდნის გაღრმავება, პროფესიონალურ დონეზე, ასევე მათთვის ვისაც სურვილი აქვს ჩამოყალიბდეს პროფესიონალ PR სპეციალისტად მაგრამ არ გააჩნია საჭირო განათლება. პროგრამის მევლელობისას განხილული იქნება როგორც თეორია ასევე პრაქტიკული მაგალითები ქართული და უცხოური კომპანიების მაგალითზე. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70% – თეორია/პრაქტიკა.
 
სამიზნე აუდიტორია: მარკეტინგის,  რეკლამის, საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) და  მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერები.
  • საზოგადოებასთან ურთერთობის მენეჯმენტის ძირითადი კონცეფციები;
  • კვლევა და კვლევის მეთოდები;
  • PR-ის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და რეალიზაცია;
  • PR-ის ამოცანები;
  • მომხმარებლის ქცევის მოდელი;
  • იმიჯი და PR;
  • PR- ის „სამუშაო ინსტრუმენტები“;
  • საჯარო გამოსვლის ხელოვნება;
  • მედიასთან ურთიერთობა;
  • კომუნიკაცია;
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები;
  • ბრენდინგი.
მსმენელს შესაძლებლობა აქვს მოხვდეს წარმატებულ სტუდენტთა ბაზაში და გაიიოლოს სამუშაობს მოძიების/შეცვლის პროცესი.
 
პროგრამის ხანგრძლივობა 12 საათი
ტრენინგის ღირებულება - 300 ლარი.
 
სოციალური მედიის მენეჯმენტი-New Media
 
ტრენინგის შესახებ: სოციალური მედიის მართვა არის ხელოვნება კომპანიის წარმატებული იმიჯის შესაქმნელად. სოციალური მედიის მართვის განყოფილება თანამედროვე ორგანიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეპარტემენტია.
 
სოციალური მედიის მენეჯერმა უნდა იცოდეს თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ახალი მედია ორგანიზაციის წარმატებულ ფუნქციონირებაზე, უნდა ფლობდეს ორგანიზაციის სტრატეგიის წარმართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
 
ჩვენს დროში–სოციალური მედიის და მედია ტექნოლოგიების ეპოქაში, არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრება Facebook-მა შეცვალა და ჟურნალისტები, რომელთაც პოპულარულობა ინტერნეტით გავრცელებულმა სტატიამ ან ერთმა ვიდეომ მოუტანა; არსებობენ კომპანიები და პოლიტიკოსები, რომელთა წარმატება ინტერნეტში სწორად წარმართულმა კამპანიამ განაპირობა. ასე რომ, ბოლო წლებში რომ სოციალური მედია ერთ-ერთ მძლავრ, ეფექტურ, ანგარიშგასაწევ და ხელმისაწვდომ მედია-საშუალებად იქცა, ყველა თანხმდება.
~
კურსის მიმდინარეობისას სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობები საკუთარი თუ კომპანიის იმიჯის ფორმირებისას, რეპუტაციის შექმნისას, როგორ უნდა აწარმოონ ონლაინ პიარკამპანია, რა შესაძლებლობებს აძლევს სოციალური მედია პოლიტიკურ პიარს, კერძო ბიზნესს და საჯარო პირს, რა ეფექტი მოაქვს ონლაინ პიარსა და მარკეტინგს საზოგადოებისთვის. მსმენელები გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათ სოციალურ მედია-ქსელებთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ.
 
პროგრამის მსვლელობისას განხილული იქნება როგორც თეორია, ასევე, პრაქტიკული მაგალითები ქართული და უცხოური კომპანიების მაგალითზე. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით: 30%/70% – თეორია/პრაქტიკა. ტრენინგის მოდულები:
  1. რა არის სოციალური მედია? დეფინიცია; სოციალური მედიაარხები და თავისებურებები; ტექნიკური მხარეები და შესაძლებლობები; სოც. მედიის როლი მარკეტინგში და პიარში;
  2. სოციალური მედია მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში; სოც. მედიის განვითარება რეგიონების მიხედვით, საერთაშორისო ქეისები, საქართველოში პოპულარული არხები; როგორ შეცვალა სოც. მედიამ მსოფლიო;
  3. ინტერნეტ-მარკეტინგი; SEO - ეფექტური ინტერნეტმარკეტინგი; კვლევა; სტრატეგია; მონიტორინგი;
  4. სოციალური მედია და პიარი; ონლაინ პიარკამპანიის დაგეგმვის პრინციპები; სოც. მედიის სხვადასხვა ხერხები და მეთოდები პიარში; ონლაინ რეპუტაცია;
  5. Facebook - მარკეტინგის მძლავრი იარაღი, Google-ის პროდუქტები; Facebook-ის შესაძლებლობები, აპლიკაციები და სხვა ტექნიკური მახასიათებლები.
  6. ბლოგინგი - პერსონალური, კორპორაციული; სხვაობა პერსონალურ და კორპორაციულ ბლოგინგს შორის; ბლოგი მარკეტინგში და პიარში; მულტიმედიური მასალები;
  7. ეთიკა; სოციალური მედიის უარყოფითი მხარეები და ანტიკრიზისული გეგმა; ქცევის კოდექსი და ზომიერება; შესაძლო საფრთხეები; სტრესული სიტუაციების მართვა.
პროგრამის ხანგრძლივობა - 10 საათი
კურსის ღირებულება თვეში - 250 ლარი.
 
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალებით.
პროგრამას უძღვება - MBA, 7 წლიანი სამუშაო გამოცდილებით მარკეტინგის სფეროში. ამჟამად მუშაობს აუდიტორულ კომპანია BDO-ში, ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
 
სასწავლო პროგრამების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა ,,VIP Intellect Group”-ის სერტიფიკატი;
 
გაითვალისწინეთ! ჩვენი კუსდამთავრებულები არიან არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმოამდგენლები.
 
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.

 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები