GE
,,პიარი ბიზნესში" - მოკლევადიანი ტრეინინგ-კურსი
VIP Intellect Group გილოცავთ შობა-ახალ წელს და გთავაზობთ მოკლევადიან ტრეინინგ-კურსს - ,,პიარი ბიზნესში“
 
6 დღიანი ინტენსიური პროგრამა

ტრეინინგი მოიცავს: თანამედროვე ბიზნეს კომპანიებში პიარსამსახურის სამუშაო პროცესის ილუსტრირებას. პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით, ბიზნესში არსებული რეალური მაგალითების მეშვეობითა და ჯგუფური სავარჯიშოების საფუძველზე, აღნიშნული პროფესიული პროგრამა ხელს უწყობს მონაწილეებში კარიერული უნარ-ჩვევების განვითარებას და ეხმარება მათ სამომავლო პროფესიული საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში.

ტრეინინგის მიზანია: საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროთი დაინტერესებულ პირებს შეუქმნას წარმოდგენა პიარ მენეჯმენტის ძირითადი პრინციპების შესახებ და ხელი შეუწყოს მათთვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

ტრეინინგის შედეგი: აღნიშნული პროფესიული პროგრამის გავლის შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ პიარმენეჯმენტის ძირითად საკითხებში გარკვევას, პიარკამპანიების ეტაპების განსაზღვრასა და კომერციულ სექტორში პიარ საქმიანობის წარმართვისას მიღებული ცოდნის გამოყენებას.

დღე I
პიარ PRოფესია, წარმატებული პიარმენეჯერის იმიჯი და კომპანიის რეპუტაცია
ხანგრძლივობა: ორი საათი
  • რა არის და რას ემსახურება PR?
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა – PR-ის განსაზღვრება, როლი, მიზნები და პრინციპები;
  • როგორ მოვირგოთ წარმატებული პიარმენეჯერის იმიჯი; პიარმენეჯერის სამუშაოს აღწერილობა;
  • პიარის მიმართულებები; ზემოქმედების ხარისხობრივი დონეები;
  • პიარის ადგილი ორგანიზაციულ სტრუქტურაში;
  • რა არის საჭირო კომპანიის იმიჯის ფორმირებისთვის; როგორ იქმნება იმიჯი და რეპუტაცია. რა განაპირობებს მის ნგრევას
  • სწორი პოზიციონირება; ფაბლისითის დადებითი და უარყოფითი მხარეები; მომხმარებლის Top of Mind-ში მოხვედრა;
დღე II
მედიასთან ურთიერთობის სპეციფიკა
ხანგრძლივობა: ორი საათი
  • მედია არხები, როგორც საკომუნიკაციო ინსტრუმენტები და მათი ტიპები;
  • როგორ დავაინტერესოთ მედია, მოვიპოვოთ კეთილგანწყობა და მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი;
  • როგორ მოვამზადოთ ეფექტური პრესრელიზი;
  • მედიამონიტორინგი;
დღე III
კრიზისის მართვა;
ხანგრძლივობა: ორი საათი
  • კრიზისის მართვა;
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა იმიჯის ამაღლების სამსახურში;
  • შიდა პიარის როლი და გუნდის შეკავშირებისთვის აუცილებელი აქტივობები.
დღე IV
ხანგრძლივობა: ორი საათი

პიარი, როგორც ხელოვნება
ხანგრძლივობა: ორი საათი
  • პრომოუშენი, კრეატივი და გამორჩეულობა; პრომო კამპანიების სახეობები;
  • პრომო აქტივობების დაგეგმვა;
  • კონკურენტებისგან გამიჯვნა, გამორჩეულობის პრინციპი;
დღე V
ხანგრძლივობა: ორი საათი
ივენთ მენეჯმენტი
  • ივენთის ტიპები;
  • ივენთის სცენარი, ივენთის დაგეგმვა და განხორციელებისთვის საჭირო აქტივობები;
  • ყველაზე მნიშვნელოვანი წვრილმანი საკითხები;
  • ფორსმაჟორული სიტუაციები და დაგეგმილი სცენარის შეცვლა;
დღე VI
ხანგრძლივობა: ორი საათი

პიარ მენეჯერის უნარ-ჩვევები
ხანგრძლივობა: ორი საათი
  • სიტყვის დაწერის ხელოვნება;
  • მედიისთვის განკუთვნილი მესიჯების განსზღვრა/განაწილება;
  • სასპონსორო შეთავაზების მომზადება;
  • წამყვანის ტექსტი, წამყვანის როლის მორგება;
  • პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, როგორ წარვმართოთ სწორედ და ეფექტურად პრეზენტაცია;
  • სარედაქციო საქმიანობა;
  • ანგარიშის/რეპორტის მომზადება შიდა და გარე წარდგენისთვის (წლიური, კვარტალური);
  • კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის პრინციპები;
  • პიარკამპანიის დაგეგმვა, წლის სტრატეგიის შემუშავების პრინციპები, ბიუჯეტირება;
კურსის ხანგრძლივობა 12 საათი.
კურსის ღირებულება ერთი მონაწილისთვის ჯგუფში არანაკლებ 5 მსნენელისა: 250 ლარი.
კურსის ღირებულება 3 -4 კაციან ჯგუფში: 300 ლარი.
 
კურსებს უძღვება მაღალკვალიფიციური ტრენერი: მიწვეული პიარ კონსულტანტი სხვადასხვა კომპანიაში სტრატეგიული დაგეგმვისა და პიარის მართვის საკითხებში. ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტს. ხელმძღვანელობდა „თეგეტა მოტორსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. „პიარ კლუბის“ თანადამფუძნებელი, „ემერიტუს ტრეინინგის“ პიარ კონსულტანტი. 2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოში (NCIB). მანამდე მუშაობდა პიარ საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრაში“, კომპანია „თბილღვინოში“, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და გაზეთ „24 საათში“. მრავალი საინტერესო კამპანიის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი.
 
გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული მომხმარებლებისთვის მსემენელთა მომზადება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე ადგილზე მოსვლით, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა, კორპორატიული მომხმარებლისთვის გამომდინარე მსმენელთა რაოდენობიდან შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები