GE
პრაქტიკული/კომპიუტერული ბუღალტერიისა და საგადასახადო საქმის კურსები
"VIP Intellect Group" გთავაზობთ:
  1. პრაქტიკული და კომპიუტერული ბუღალტერიის შესწავლას - ქართულ ენოვან და ინგლისურ ენოვან ჯგუფებში;
  2. კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამებს და ელექტრონულ დეკლარირებას;
  3. სტაჟირება AMG–ის ბუღალტრულ კომპანიაში
  4. პრაქტიკულ კურსს საგადასახადო საქმეში.
ჩვენი კომპანია წარმოადგენს მრავალწლიან გამოცდილების მქონდე, პრაქტიკოსი სპეციალისტების და ტრენერებისგან შემდგარ გუნდს, ჩვენს მიერ, წლების მანძილზე მომზადებული მსმენელები, აქტიურად აგრძელებენ მუშაობას დამოუკიდებელ ბუღალტრებად!

პრაქტიკული და კომპიუტერული ბუღალტერიის შესწავლა - ქართულ ენოვან ჯგუფებში!

მიზნობრივი ჯგუფები: კომბინირებული ჯგუფები, როგორც დამწყები და მომქმედი ბუღალტრებისთვის, ასევე ნებისმიერი პროფესიის და განათლების მქონე პირთათვის.
კურსის აღწერა: ტრენინგ პროგრამა შექმნილია კვალიფიციური გამოცდილი ბუღალტრებისა და აუდიტების ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს ფინანასური აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების (ORIS, INFO, 1C ბუღალტრულ-მენეჯერული მოდულები 8.1, 7.1) კომპლექსურ შესწავლას, რის საფუძველზეც შეძლებთ კომპლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს როგორც ფინანასური უწყისების, ასევე საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, რთულ ფინანასურ სიტუაციებში რჩევების მიცემას და საგადასახადო კანონების მორგებას და ლავირებას კომპანიის სასიკეთოდ.

სწავლების მეთოდი: ლექციები, ინტერქტივი, დისკუსია, პრაქტიკული ქეისები და სამუშაოები, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტები, მათი განხილვა და ანალიზი, კურსის განმავლიბაში ჩატარდება ორი შუალედური ხოლო დასრულებისას სასერთიფიკატო გამოცდა.

შედეგი: პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად აწარმოოთ ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოთ საგადასახადო აღრიცხვიანობა, მოახდინოთ ანგარიშების ნაშთების კონტროლი და ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადება.

დამატებითი ბენეფიტები და უპირატესობები:

კურსს უძღვება გამოცდილი პროფესიონალი პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტერი. მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, სხვადასხვა ქეისების მაგალითების დოკუმენტაციები, მსმენელები უპირატესობით ისარგებელებენ თანამედროვე ციფრული აპარატურით და სასიამოვნო მეგობრული გარემოთი. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერთიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა - 24 ლექცია
კურსის საფასური - 260 ლარი
მეცადინეობა ჩატარდება - დილის, დღის და საღამოს ჯგუფებში.
ხანგრძლივობა -1.30.

ბუღალტერია - ინგლისურ ენაზე:

ჩვენი კომპანია წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, პრაქტიკოსი სპეციალისტების და ტრენერებისგან შემდგარ გუნდს. ჩვენს მიერ წლების მანძილზე მომზადებული მსმენელები, აქტიურად აგრძელებენ მუშაობას დამოუკიდებელ ბუღალტრებად უცხოურ კომპანიებში!

ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო აღიცხვისა და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების კურსი:

მიზნობრივი ჯგუფები: კომბინირებული ჯგუფები როგორც დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის, ასევე ნებისმიერი პროფესიის და განათლების მქონე პირთათვის, ვისაც სურს იმუშაოს საერთაშორისო კომპანიებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

კურსის აღწერა: ტრენინგ პროგრამა შექმნილია სპეციალურად საერთაშორისო კომპანიებისათვის გათვლილ ბუღალტრულ სქემაზე და აგებულია კემბრიჯისა და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების პროგრამებსა და პრაქტიკულ მაგალითებზე და ითვალისწინებს ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსის შესწავლას, რის საფუძველზეც შეძლებთ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციების საბუღალტრო ოპერაციების დამოუკიდებლად წარმოებას, დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტაციის გარჩევას და დამუშავებას, ფინანსური რეპორტების მომზადებას (IFRS-სტანდარტით) და სხვადასხვა რთულ სიტუაციებში პრობლემების გადაჭრას და მენჯმენტისათვის სათანადო რჩევების მიცემას.

სწავლების მეთოდი: ლექციები, ინტერქტივი, დისკუსია, პრაქტიკული ქეისები და სამუშაოები, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტები, მათი განხილვა და ანალიზი. კურსის განმავლობაში ჩატარდება ორი შუალედური, ხოლო დასრულებისას სასერთიფიკატო გამოცდა.

შედეგი: პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად აწარმოოთ ნებისმიერი საერთაშორისო ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოთ საგადასახადო აღრიცხვიანობა, მოახდინოთ ანგარიშების ნაშთების კონტროლი და ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადება.

დამატებითი ბენეფიტები და უპირატესობები:

კურსს უძღვება გამოცდილი პროფესიონალი პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტერი. მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, სხვადასხვა ქეისების მაგალითების დოკუმენტაციები. მსმენელები უპირატესობით ისარგებელებენ თანამედროვე ციფრული აპარატურით და სასიამოვნო მეგობრული გარემოთი. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერთიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა - 2 თვე
მეცადინეობა ჩატარდება - კვირაში 3 ჯერ
ლექციის ხანგრძლივობა -1.30სთ
კურსის საფასური: 240 ლარი თვეში, ორ კაციან ჯგუფში - 300 ლარი თვეში, ინდივიდუალურად - 400 ლარი თვეში.

კომპიუტერული ბუღალტერია:

ორისი – 8 ლექცია ინდივიდუალურად: 100 ლარი
2–კაციან ჯგუფებში 8 საათი - 200 ლარი
www.rs.ge- სთან მუშაობის შესწავლაინდივიდუალურად: - 1 ლექცია -20 ლარი
1C -ბუღალტერია
2-3 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 200 ლარი
ინდივიდუალურად - 6 საათი- 300 ლარი
 
გთავაზობთ პრაქტიკული და კომპიუტერული ბუღალტერიის შესწავლას ინგლისურ ენაზე - უახლესი მეთოდებით!
 ,,VIP INTELLECT GROUP"-სა და აუდიტორულ–საბუღალტრო კომპანია ,,AMG"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვისა და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან შპს ,,AMG"-ის გამოცდილ და პროფესიონალ ბუღალტრებთან.
ეს იქნება რეალური პრაქტიკა, რომ შემდგომ კურსდამთავრებულმა შეძლოს, დამოუკიდებლად აწარმოოს საბუღალტრო საქმიანობა სხვადასხვა სფეროში!
 
სტაჟირებისას პრაქტიკანტს რეალურად ექნება შეხება:
1. მოქმედი, სხვადასხვაორგანიზაციებისდოკუმენტებისდამუშავებასთან
2. კომპიუტერულიპროგრამაორისისშესწავლარეალურსაბუთებზედაყრდნობით
3. www.rs.ge-სთანმუშაობა
4. ინტერნეტბანკინგითსარგებლობა
 
პრაქტიკის ხანგრძლივობა: ერთი თვე; დღეში არანაკლებ 2 საათისა.
ღირებულება ინდივიდუალურად: 250 ლარი.
 
გაითვალისწინეთ: თქვენ პრაქტიკულ ბუღალტრულ საქმიანობას შეგასწავლიან ისეთი დონის ბუღალტრები, რომელთაც აქვთ დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება წარმოების, ვაჭრობის და მომსახურების სფეროს ყველანაირ ორგანიზაციაში!
მოგეცემათ რეკომენდაცია დამსაქმებლებთან!
 
 
პრაქტიკული კურსი საგადასახადო საქმეში:

სასწავლო კურსს უძღვებიან გამოცდილი პროფესიონალი მოქმედი აუდიტორები, ACCA-ს ლექტორები: დალი ლომიძე და რამაზ დეკანოსიძე.

ამ ეტაპზე მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ, უამრავი სიტუაციური მაგალითის გამოყენებით გამოიმუშაონ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი. ტრენინგი დასრულდება ტესტირებით.

სწავლის ხანგრძლივობა: 4 კვირა, კვირაში ორი დღე - 16 ასტრონომიული საათი.
სწავლის ღირებულება: 350 ლარი.

კურსდამთავრებულები ისარგებლებენ საგადასახადო კონსულტაციებით 1 თვის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ: საუკეთესო კურსდამთავრებულებს ეძლევათ რეკომენდაცია და აქვთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება სხვადასხვა კომპანიაში!
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები