GE
სასტუმროს მენეჯმენტის კურსი სტაჟირებით!
,,VIP Intellect Group“ გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობების შემსწავლელ კურსებს: ,,სასტუმროს მენეჯმენტის“ სასერტიფიკატო პროგრამებს სტაჟირებით და დასაქმების შეთავაზებით!

კურსს წარუძღვება: დარინა ხუბაევი. 
 
ტურიზმის ექსპერტი, სასტუმროს ბიზნესში რვა წლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ტრენერი, მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს, როგორც ადგილობრივ ბრენდებთან (Bazaleti Palace, Archi group, Fund Hotel, hotel 27), ასევე სასტუმროს საერთაშორისო ქსელებთან   ურთიერთობას (Starwood Hotels Group, Accor Hotels Group).

დასაქმების რეალური შესაძლებლობა! ჩვენი საუკეთესო კურსდამთავრებულები, ჩვენი რეკომენდაციით წარმატებით აგრძელებენ სხვადასხვა სასტუმროში მუშაობას! აგრეთვე, თავისუფლად შეძლებს სასტუმრო ბიზნესის დაწყებასა და მართვას!

პროგრამის მიზანი: ტურიზმი დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სასტუმროს მენეჯმენტის კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე, სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი სასტუმროს მენეჯერებთან ერთად შეიქმნა სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სასტუმროს ბიზნესის ყველა მოთხოვნას. თქვენ გეძლევათ რეალური შანსი, რომ მიიღოთ კვალიფიციური ცოდნა და შესაბამისად დასაქმდეთ  ამ პერსპექტიულ და განვითარებად სფეროში.

პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისი სურვილიცაა დაიმკვიდროს თავი სასტუმროს ბიზნესში წამყვან თანამდებობებზე ან ვისაც სურს საკუთარი სასტუმროს ბიზნეს იდეის განხორციელება.

პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:
  1. ინტერაქციული ლექციები.
  2. სტაჟირება - პრესტიჟულ სასტუმროებში.
კურსის მიზანია სასტუმროს ინდუსტრიის გაცნობა და ამ მიმართულებით განვითარების ხედვის ჩამოყალიბება შეძლებს პრაქტიკულად მიღებული ცოდნის დანერგვასა და თავის დამკვიდრებას არსებულ სფეროში. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70% , თეორია/პრაქტიკა.

კურსის სწავლის მეთოდები :
  • ვერბალური, ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL);
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ახსნა–განმარტებითი მეთოდი;
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობა;
4 ინფო - ტური 5,4-ვარსკვლავიან, საოჯახო და ჰოსტელის ტიპის სასტუმროებში.

სალექციო კურსი მოიცავს:
  • განთავსების საშუალებათა ისტორია; სასტუმროს სპეციალიზაცია და კლასიფიკაცია ; სასტუმროთა კლასიფიკაციის ზოგადი პრინციპები ; ტურისტთა განთავსების ობიექტების ტიპოლოგია;
  • სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა
  • სასტუმროს მიმღები დეპარტამენტი ; თანამშრომლები და მათი უფლება მოვალეობები
  • სასტუმროს დოკუმენტაცია და მათი წარმოების წესი
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამები
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობა (პრაქტიკული მეცადინეობა)
  • სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი; სასტუმროს მარკეტინგული საქმიანობა; სასტუმრო ინდუსტრიაში ფასწარმოქმნის მექანიზმზე მოქმედი ფაქტორები; სასტუმროს ფასწარმოქმნის მექანიზმზე ზეგავლენის ძირითადი ფაქტორები.
  • სასტუმრო მომსახურების წარმოებისა და ხარისხის მართვის თავისებურებები; ზოგადი მიმოხილვა; ხარისხის სტანდარტული დაგეგმვის მოდელი; სასტუმრო მომსახურების სასიცოცხლო ციკლის ეტაპები; ხარისხის მართვის ფუნქციები; სასტუმრო მომსახურების ხარისხის შეფასების კვოლიმეტრული პარამეტრები
  • სასტუმროს დასუფთავების სამსახური
  • სასტუმროს კვებისა და სასმელების დეპარტამენტი. დეპარტამენტის თანამშრომლები და მათი მოვალეობები
  • კვების სახეები.
  • სასტუმროს მომარაგების დეპარტამენტი. მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და მატერიალური მარაგების მართვა.
  • სასტუმროს ტექნიკური  და დაცვის სამსახური
  • სასტუმროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. კადრების შერჩევის სტრატეგია; კანდიდატის შტატში აყვანის  და გადამზადების ეტაპები;
  • წახალისების და სასჯელის სახეები;
  • მცირე სასტუმროს საინვესტიციო სტრატეგია
  • მსოფლიო სასტუმროთა ლიდერი ქსელები საქართველოს ტურისტულ ბაზარზე; სასტუმრო პროდუქტის დაპროექტება; ადგილობრივი ინვესტიციების ათვისების პრობლემა საქართველოს სასტუმრო ბიზნესში; მსოფლიოს სასტუმროთა ქსელები
პრაქტიკოსი სპეციალისტები დეტალურად შეგასწავლიან  სასტუმროს სპეციფიკას. რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით შეიძენთ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ სასტუმროს მიმართულებით ბიზნეს აზროვნების ჩამოყალიბებასა და მართვის უნარ-ჩვევების შემუშავებაში. თქვენი ცოდნით დაძლევთ საქართველოს სასტუმროს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და წარმატებით გაართმევთ თავს, სასტუმროს ნებისმიერ დეპარტამენტში, ნებისმიერ თანამდებობას.

სრული კურსის  და სტაჟირების გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ: სასტუმროს მართვას,ასევე  გამოიმუშავებთ იმ უნარ-ჩვევებს რაც აუცილებელია სასტუმროს მენეჯერისთვის, მიეჩვევით გუნდური მუშაობის პრინციპებს.

ინტერაქციული ლექციების ხანგრძლივობა: 2 თვე
თვეში ჩატარდება:  8/2 საათიანი ლექცია
ლექციები მიმდინარეობს : კვირაში 2-ჯერ
სალექციო კურსის ღირებულება თვეში: 280 ლარი

ლექციების მსვლელობისას ჩატარდება ინფო ტურები 5,4-ვარსკვლავიან, საოჯახო და ჰოსტელის ტიპის სასტუმროებში.

კურსის ბოლოს ყველა კურსდამთავრებული წარმოადგენთ პროექტს!

სტაჟირება მიმდინარეობს თბილისის პრესტიჟულ სასტუმროებში.

სტაჟირების ღირებულება: 250 ლარი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები