GE
კურსი - სამედიცინო ხარისხის კონტროლი და მართვა!
ღირებულება: 200 ლარი
VIP Intellect Group გთავაზობთ კურსს - სამედიცინო ხარისხის კონტროლი და მართვა.
 
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით შესაძლებელია პროგრამის ინტენსიურად გავლა.

კურსის მიზანია: სამედიცინო ხარისხის კონტროლის სამსახურის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს თანამედროვე მოთხოვნების პირობებში კვალიფიციურ ადმინისტრირებას შეძლებენ.
 
მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის,  სადაზღვევო ორგანიზაციების და სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხის კონტროლის სამსახურის პერსონალი, ზოგადი სამედიცინო მენეჯერები, ექსპერტები, პროგრამის კოორდინატორები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები და ა.შ.
 
მოდულირებული პროგრამა მოიცავს: ორდღიან სამუშაო შეხვედრას - workshop. ინტენსიური ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები. სემინარი ,,სამედიცინო ხარისხის კონტროლი და მართვა’’ მიმდინარეობს ქართულ ენაზე ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
 
კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.
 
მოდულში გაერთიანებულია:
 
1. ჯანდაცვის მენეჯმენტის ზოგადი დებულებები და სამედიცინო ხარისხი: ხარისხის კონტროლის მიზანი; ხარისხის მართვის ერთეულის ფუნქციები; პერიოდული მონიტორინგი და კონტროლი; საზოგადოებრივი ჯანდაცვა; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფა; ნოზოკომიური ინფექციების კონტროლისა და აღრიცხვის პროცესის მართვა; ჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკა; სამედიცინო სტატისტიკა; ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეფასების შიდა (ხარისხის მართვის) სისტემა; პაციენტის და სამედიცინო პერსონალის კმაყოფილების შეფასება, მონიტორინგი და ანალიზი; ტესტირების კითხვარის შედგენა; პაციენტთა უსაფრთხოების წესების დაცვის შესწავლა; რეჰოსპიტალიზაციის და მრავალჯერადი ჰოსპიტალიზაციის; სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის მაჩვენებლების .
 
2. კლინიკის ადმინისტრირება,  ჯანდაცვის კანონმდებლობა, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შესწავლა, ფორმა 100, საავადმყოფო ფურცელი ...
 
3. ეთიკური საკითხების განხილვა: ლეტალური გამოსავალი; პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება; სამედიცინო შეცდომა/სამედიცინო გადაცდომა; ნოზოკომიური ინფექცი(ებ)ის დადასტურებული შემთხვევა; პაციენტის/პაციენტის წარმომადგენლის საჩივარი;

პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კურსი? - პროგრამა უმოკლეს ვადაში მსმენელს სთავაზობს:
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის მენეჯერის კვალიფიკაციის სერტიფიკატის მინიჭებას;
  • ინფორმაციას სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამსახურის მოქმედების პრინციპები და კონცეფციები თანამედროვე მოთხოვნების პირობებში ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე კონტროლის მეთოდების შესახებ, შესრულებული სამუშაოს კონტროლი, საქმიანი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობის ტაქტიკა და ტექნიკა;
გაითვალისწინეთ: სრული კურსის გავლის შემდგომ ტესტირებაში უმაღლესი შეფასების მქონე მსმენელებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი და გაივლიან სასწავლო პრაქტიკას საქართველოს დარგის წამყვან დაწესებულებებში.
 
პროგრამის ხანგრძლივობა:
კურსი მოიცავს: 8 საათს
კურსის ღირებულება: 200 ლარი
 
ტრენერი - კლინიკა ,,პრემიუმ მედსერვისის“ დირექტორი პროფესორი, ექიმი ექსპერტი, მედიცინის დოქტორი: ანა სხვიტარიძე
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები