GE
SQL Server -2014 ადმინისტრირება, გამოყენება და მხარდაჭერა
,,VIP Imtellect Group” გთავაზობთ მონაცემთა ბაზების პროფესიონალური დონის კურსებს SQL Server -2014-ში.
 
SQL Server -2014 ადმინისტრირება, გამოყენება და მხარდაჭერა:
 
კურსი მსმენელებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ SQL Server–ის ახალი შესაძლებლობები და ამით შეძლონ SQL Server მონაცემთა ბაზებისა და სერვერების დაპროექტება, შემუშავება, ფუნქციონირება და განვითარება. გარდა ამისა, კურსი აძლევს მსმენელებს იმ ცოდნას, რაც საჭიროა SQL Server–ის აღნიშნული ახალი შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენებისათვის.
 
სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები: მსმენელი უნდა ფლობდეს ცოდნას შემდეგი საკითხების შესახებ: ოპერაციული სისტემები (საფუძვლები), კომპიუტერის არქიტექტურა, პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამირების საფუძვლები.
 
კურსის შინაარსი:
 
ლექცია 1: SQL Server 2014-ის ინსტალაცია და კონფიგურირება
  • რამდენიმე ეგზემპლარის ინსტალაცია სერვერთან დაკავშირება;
  • სერვერის სამართავი უტილიტა და აუტენტიკაცია სერვერზე;
  • ცხრილების გახსნა დათვალიერების რეჟიმში;
ლექცია 2: მონაცემთა ბაზის კონფიგურირება და ექსპლოატაცია
  • მონაცემთა ბაზების შექმნის საჭიროება და განვითარების ისტორია;
  • მონაცემთა ბაზის, როგორც მონაცემთა მმართველი სისტემის კომპონენტები;
  • მონაცემთა ბაზის მმართველი სისტემის ფუნქციები;
  • მონაცემთა ბაზების არქიტექტურა და მონაცემთა დამოუკიდებლობა;
ლექცია 3: SQL Server -ის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • სერვერული და ბაზის როლები/უფლებები;
  • მომხმარებლის უფლებები ცხრილებზე, View–ებზე, ფუნქციებსა და პროცედურებზე;
ლექცია 4: მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების შექმნა და აღდგენა
  • მონაცემთა ბაზის წაშლა / აღდგენა;
  • სარეზერვო ასლების სტრატეგიის შემუშავება ბაზის ბიზნეს კრიტიკულობიდან გამომდინარე;
  • ხელოვნური პრობლემების შექმნა და ბაზების აღდგენა მუშა კონდიციამდე;
  • არსებული სამუშაოების ავტომატიზაცია SQL Server Agent–ს მეშვეობით (შესაძლებელია *.bat
  • ფაილების გამოყენებითაც);
ლექცია 5: SQL Server-ის ავტომატიზაცია
  • SQL Job –ის გამოყენება, სკრიპტების ავტომატიზაციისათვის;
  • Database Mail - ს აწყობა და გამართვა ინფორმაციის და ლოგების გამოსაგზავნად;
  • ბიზნეს პროცესიდან გამომდინარე ხშირი მასიური პრობლემების რეპორტინგი;
ლექცია 6: Microsoft SQL Server მონიტორინგი და წარმადობის ოპტიმიზაცია
  • SQL Profiler და SQL Tuning Advisor გამოყენება პრაქტიკაში;
  • პრობლემური და მძიმე ბრძანებების აღმოჩენა და ანალიზი;
  • პრობლემური ინდექსების აღმოჩენა და ოპტიმიზაცია;
  • Counter -ების გამოყენება სერვერული რესურსების სამართავად;
ლექცია 7: DDL (Data Definition Language), მონაცემების დაჯგუფება
  • მონაცემთა ტიპები,ველების ცნება;
  • ცხრილების შექმნა და ველებისათვის მონაცემთა შესაბამისი ტიპის შერჩევა;
  • მონაცემთა აღწერის ენა (DDL);
  • რელიაციური მონაცემთა ბაზის აგების პრინციპები;
  • ველების ლოგიკური და ფიზიკური კავშირები;
  • ცხრილის სტრუქტურის რედაქტირება;
  • ინფორმაციის შეტანა ცხრილში. ინფორმაციის მთლიანობის დაცვა ველებს შორის ფიზიკური
  • კავშირის გამოყენებით;
ლექცია 8: ლოგიკური ოპერაციები, ჩადგმული სიმრავლეები
  • SQL ენა, ინფორმაციის ამორჩევა მონაცემთა ბაზიდან SELECT –ინსტრუქციის გამოყენებით. ინფორმაციის ამორჩევის პრინციპები;
  • ინფორმაციის ამორჩევა რამდენიმე ცხრილიდან ველებს შორის ლოგიკური კავშირების გათვალისწინებით;
  • ხედების შექმნა SQL-ის გამოყენებით;
  • ლოგიკური ოპერაციები;
  • ჩადგმული და სიმრავლური SELECT-ინსტრუქციები. მონაცემთა მიბმა (Data Binding);
ლექცია 9: ცხრილები, მონაცემთა ტიპები და მონაცემთა მთლიანობა
  • ფუნქციები. ტექსტურ, რიცხვობრივ და თარიღის მონაცემთა ტიპებთან სამუშაო ფუნქციები. აგრეგატული და ანალიზური ფუნქციები. მონაცემების ტიპების კონვერტაცია და ფორმატირება;
  • ჩანაწერების დაჯგუფება და გაერთიანება. დაჯგუფება ველების მიხედვით, სიმრავლური გაერთიანება და თანაკვეთა. მატერიალიზებული ხედები. კომპლექსური შემთხვევები;
ლექცია 10: DML (Data Manipulation Language)
  • მონაცემთა ცვლილება. UPDATE, INSERT და DELETE ბრძანებები;
  • ინფორმაციაზე მანიპულაციების ენა (DML);
  • ტრანზაქციები და ტრანზაქციების სისტემის კონტროლი;
  • UPDATE, INSERT და DELETE ბრძანებების გამოყენების არატრივიალური შემთხვევები;
ლექცია 11: ცვლადების, ციკლების სტრუქტურების აღწერა (LOOP, WHILE, CASE, IF THEN, FOR)
  • მონაცემთა ბაზების დაპროგრამების ენა TSQL;
  • ცვლადების დეკლარაცია, ბრძანებები, ციკლები და პირობითი ოპერატორები;
  • შეცდომების მხარდაჭერა და დამუშავება;
ლექცია 12: ფუნქციების, პროცედურების და ტრიგერების აღწერა
  • ტრიგერები და მიმდევრობები, პროცედურები და ფუნქციები;
  • მათი გამოყენება SELECT ბრძანებებში;
  • შექმნა, შეცვლა და წაშლა;
  • კომპილაცია, დაშიფრვა და პაკეტები;
სწავლის/სწავლების მეთოდები:
 
აღნიშნული დისციპლინის შესწავლა ხორციელდება ლექციებზე, პრაქტიკულ მეცადინეობებზე და დამოუკიდებელი მუშაობის დროს სახელმძღვანელოების, რეკომენდირებული ლიტერატურის და ინტერნეტის გამოყენებით. სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემდეგ მეთოდებს:
  • ლექციას;
  • წერითი დავალების შესრულებას;
  • რეფერატების მომზადება–პრეზენტაციას;
  • დისკუსია–სემინარების ჩატარებას;
  • დამოუკიდებელ მუშაობას;
  • საკონტროლო სამუშაოების შესრულებას
კურსდამთავრებული შეძლებს: SQL Server-ი ერთერთი უძლიერესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც დღესდღეობით გამოიყენება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, საბანკო სექტორებში და მსხვილ კომპანიებში. ეს კურსი თქვენ მოგცემთ საშუალებას შეიქმნათ პერსპექტიული მომვალი და გაარღმავოთ ცოდნა, გაუწიოთ ადმინისტრირება კომპანიაში არსებული მონაცემთა ბაზების სისტემას, დაარეზერვოთ, იზრუნოთ მონაცემების უსაფრხოებაზე, მოახდინოთ ყველაფრის ავტომატიზირება და მონიტორინგი, რათა კომპანიაში არსებული თითოეული ინფორმაციის დეტალიც კი არ იქნეს დაკარგული.
 
ხანგრძლივობა: 12 ლექცია (კვირაში 2 ჯერ)
ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი
სწავლის ღირებულება: ორ კაციან ჯგუფში - 700 ლარი ერთი მსმენელისთვის;
                                          3-4 კაციან ჯგუფში - 550 ლარი ერთი მსმენელისთვის;
 
გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული მომხმარებლებისთვის მსემენელთა მომზადება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე ადგილზე მოსვლით, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა, კორპორატიული მომხმარებლისთვის გამომდინარე მსმენელთა რაოდენობიდან შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება.
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები