GE
ტრენინგები ბიზნეს ფსიქოლოგიაში
,,VIP Intellect Group“  გთავაზობთ პროფესიონალურ ტრენინგებს ბიზნეს ფსიქოლოგიაში.
 
ტრენინგები გათვალისწინებულია როგორც კორპორატიული მომხმარებლისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს 14 წლიან გამოცდილებას!
 
ტრეინინგები მიმდინარეობს ინტერაქციული სწავლების სტილში ,,case study“  ფორმატით; აერთიანებს თეორიული ინფორმაციის გადაცემას პრეზენტაციის ფორმით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განმტკიცებაზე ორიენტირებულ  ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს, სტრატეგიულ ბიზნეს  სიმულაციებსა და საქმიან თამაშებს.
 
სასწავლო პროგრამის შედეგად, ვირტუალური ,,სტრატეგიული ბიზნეს თამაშების“ გამოყენებით, შეიძენთ და დახვეწთ ბიზნეს საქმიანობის წარმოების უნარ-ჩვევებს.
 
1. მართვის თანამედროვე მეთოდები
 
ტრენინგის მიზანია: მსმენელების მენეჯერული ცოდნისა და უნარების განვითარება, რაც კარიერული და პროფესიული წინსვლის საწინდარია.
 
ტრენინგი განკუთვნილია: მართვის (მენეჯმენტის) საკითხებში პროფესიული ცოდნის მიღების მსურველებისათვის. დამწყები და მოქმედი მენეჯერებისთვის, ვინც მიზნად ისახავს თავისი გუნდების მოტივაციისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
 
ტრენინგის გავლის შედეგად მსმენელები ნათელ წარმოდგენას ჩამოიყალიბებენ ეფექტიანი მართვისთვის (მენეჯმენტისთვის) აუცილებელი უნარებისა და ცოდნის შესახებ; უკეთ შეძლებენ შეიმუშავონ მისაღწევი შედეგის ხედვა; დახვეწონ დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის  მიზნების დასახვის, დელეგირების და კონტროლის მექანიზმები; მოემზადონ თავისი გუნდების მეტად შეკავშირებისა და უკეთ მოტივირებისთვის; გააუმჯობესონ უკუკავშირის, კომუნიკაციის ტექნიკა;
 
კურსის ხანგრძლივობა 12სთ;
კურსის ღირებულება ერთი მონაწილისთვის: 250 ლარი.
 
2. ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები
 
ტრენინგის მიზნია მმართველობითი საქმიანობების დაგეგმარების პრინციპების გაცნობა:
  • სამუშაოს შესრულების მართვა მოტივაციის სისტემების გამოყენებით;
  • შესრულებული სამუშაოს სისტემური შეფასება ორგანიზაციულ მიზნებთან მიმართებაში;
  • კომპეტენციების მოდელების ფორმირება კარიერული რუქების შესაქმნელად;
  • ხელმძღვანელობასა და დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ეფექტური კავშირის უზრუნველყოფა; 
  • ეფექტური მენეჯმენტისა და თვითმენეჯმენტის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • პერსონალის მოტივირების, მიზნისკენ მიმართვის, ეფექტური მართვის, ლიდერობის უნარების განვითარება.
ტრენინგი განკუთვნილია ადამიანური რესურსების მართვის  საკითხებში პროფესიული ცოდნის მიღების მსურველებისთვის; შერჩევის, განვითარების და სხვ. მენეჯერებისთვის, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ადამიანური რესურსების მართვის  სისტემების შემუშავება, დანერგვა, მართვაში.
 
კურსის ხანგრძლივობა 12სთ;
კურსის ღირებულება ერთი მონაწილისთვის: 250 ლარი.
 
3. ბიზნეს მოლაპარაკებების წარმოების ხელოვნება
 
ტრენინგში განიხილება:
  • ეფექტური საქმიანი ურთიერთობის დამყარების მექანიზმები;
  • ნებისმიერი ახალი სიტუაციის კონტროლის და მართვის სტრატეგიები;
  • წარმატებული იმიჯის მოპოვებისა და შენარჩუნების საშუალებები;
  • მოლაპარაკებების პროცესში სასურველი შედეგების მოპოვების მექანიზმები;
ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც კლიენტთან, მომწოდებელთან, ხელმძღვანელთან, პარტნიორთან, დაქვემდებარებულთან, სხვა მხარეებთან ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას და მეორე მხარის დარწმუნებას ისე, რომ შენარჩუნდეს დადებითი საქმიანი ურთიერთობები.
 
კურსის ხანგრძლივობა 12სთ;
კურსის ღირებულება ერთი მონაწილისთვის: ფასი 250 ლარი;
 
4. გაყიდვების მართვა და ეფექტური მომსახურება
 
კურსის მიზანია გაყიდვების მოქმედ მენეჯერებს დაეხმაროს შედეგების გაუმჯობესებაში და კლიენტებთან გრძელვადიანი, მომგებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. ტრენინგში გამოყენებულია NLP-ის უახლესი ტექნიკები.

კურსის ხანგრძლივობა 12სთ;
კურსის ღირებულება ერთი მონაწილისთვის: 250 ლარი;
 
5. კრიზისული სიტუაციების მოდელირება და წარმატების მიღწევის სტრატეგიები
 
ტრენინგი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს:
  • დაეუფლონ კრიზისული სიტუაციების მოდელირების და წარმატების მიღწევის ტექნოლოგიებს;
  • გაანალიზონ პრობლემები, რომელიც თან ახლავს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას;
  • შეძლონ სხვადასხვა ფსიქოტიპის ადამიანებთან ურთიერთობისათვის სწორი მექანიზმების შემუშავება;
  • ტრენინგში გამოყენებულია (NLP)-ის უახლესი ტექნიკები;
კურსის ხანგრძლივობა 12სთ;
კურსის ღირებულება ერთი მონაწილისთვის: ფასი 250 ლარი.
 
ტრენინგს უძღვება: ფსიქოლოგი; ბიზნეს ტრენერი; HR კონსულტანტი – ირმა ბერძენიშვილი
 
კორპორატიული მომხმარებლებისთვის მსემენელთა მომზადება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე  ადგილზე მოსვლით, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები