GE
ტრენინგები ბიზნესფსიქოლოგიაში
,,VIP Intellect Group“  გთავაზობთ ტრენინგებს ბიზნესფსიქოლოგიაში.
 
,,VIP Intellect Group“ - ენდეთ წარმატებულ 15 წლიან გამოცდილებას
 
ტრენინგები მიმდინარეობს ინტერაქციული სწავლების სტილში ,,case study" ფორმატით. აერთიანებს თეორიული ინფორმაციის გადაცემას პრეზენტაციის ფორმით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განმტკიცებაზე ორიენტირებულ ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს., სტრატეგიულ ბიზნეს სიმულაციებსა და საქმიან თამაშებს. სასწავლო პროგრამის შედეგად, ვირტუალური ,,სტრატეგიული ბიზნეს თამაშების” გამოყენებით, შეიძენთ და დახვეწთ ბიზნესსაქმიანობის წარმოების უნარ-ჩვევებს.
 
ტრენინგები გათვალისწინებულია როგორც კორპორატიული მომხმარებლისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.
  • მართვის თანამედროვე მეთოდები
ტრენინგის მიზანი: მართვის თანამედროვე მეთოდების გაცნობა;
ტრენინგი განკუთვნილია: მოქმედი მენეჯერებისთვის, რომელთაც სურთ სტაბილურად მაღალი სამუშაო შედეგების მიღება;
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები გააუმჯობესებენ სამუშაო შედეგებს;
განავითარებენ მიზნების დასახვის, დელეგირების, კონტროლის, თანამშრომელთა მოტივირების მექანიზმებს;
კურსის ხანგრძლივობა:15 სთ
კურსის ღირებულება ერთი მონაწილისთვის: 350 ლარი
  • ადამიანური რესურსების მართვა
ტრენინგის მიზნი: მმართველობითი საქმიანობების დაგეგმარების პრინციპების გაცნობა:
სამუშაოს შესრულების მართვის გაუმჯობესება, მოტივაციის სისტემების გამოყენების გზით;
შესრულებული სამუშაოს სისტემური შეფასება, ორგანიზაციულ მიზნებთან მიმართებაში;
კომპეტენციების მოდელების ფორმირება, კარიერული რუქების შესაქმნელად;
ხელმძღვანელობასა და დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ეფექტური კავშირის უზრუნველყოფა;
ეფექტური მენეჯმენტისა და თვითმენეჯმენტის უნარ-ჩვევების განვითარება;
პერსონალის მოტივირების, მიზნისკენ მიმართვის, ეფექტური მართვის, ლიდერობის უნარების განვითარება.
 
ტრენინგი განკუთვნილია: ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში პროფესიული ცოდნის მიღების მსურველებისთვის; შერჩევის, განვითარების და სხვ. მენეჯერებისთვის;
კურსის ხანგრძლივობა: 18 სთ
კურსის ღირებულება ერთი მონაწილისთვის: 450 ლარი
  • მოლაპარაკებების წარმოების ხელოვნება
ტრენინგში განიხილება: ეფექტური საქმიანი ურთიერთობის დამყარების მექანიზმები;
ნებისმიერი ახალი სიტუაციის კონტროლის და მართვის სტრატეგიები;
წარმატებული იმიჯის მოპოვების და შენარჩუნების საშუალებები;
მოლაპარაკების პროცესში სასურველი შედეგის მოპოვების მექანიზმები;
ტრენინგი განკუთვნილია: მათთვის, ვინც კლიენტთან, მომწოდებელთან, ხელმძღვანელთან, პარტნიორთან, დაქვემდებარებულთან, ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას და მეორე მხარის დარწმუნებას ისე, რომ შენარჩუნდეს და განვითარდეს დადებითი საქმიანი ურთიერთობები;
კურსის ხანგრძლივობა:12 სთ
კურსის ღირებულება ერთი მონაწილისთვის: ფასი 250 ლარი
  • გაყიდვების მართვა და ეფექტური მომსახურება
კურსის მიზანი: გაყიდვების მოქმედ მენეჯერებსა და თანამშრომლებს, დაეხმაროს გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებაში და კლიენტებთან გრძელვადიანი, მომგებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება/შენარჩუნებაში;

ტრენინგში გამოყენებულია (NLP) უახლესი ტექნიკები;

კურსის ხანგრძლივობა: 15 სთ
კურსის ღირებულება ერთი მონაწილისთვის: 350 ლარი
 
ტრენინგს უძღვება: ფსიქოლოგი; ბიზნეს ტრენერი; HR კონსულტანტი – ირმა ბერძენიშვილი;

კორპორატიული მომხმარებლებისთვის შესაძლებელია მსმენელთა მომზადება, როგორც ,,VIP Intellect Group“   ოფისში, ასევე  სამუშაო ადგილზე მოსვლით;
თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემუშავდება თქვენი კომპანიის ინტერესებთან ადაპტირებული  სპეციალური პროგრამა; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები