GE
ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტის და ტურიზმის რუსულენოვანი გიდის კურსები
,,VIP Intellect Group“ გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობების შემსწავლელ ,,ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტის“ და ,,ტურიზმის რუსულენოვანი გიდის“ სასერთიფიკატო პროგრამებს სტაჟირებით და დასაქმების შეთავაზებით!
 
გაითვალისწინეთ!  ჩვენი საუკეთესო კურსდამთავრებულები, ჩვენი რეკომენდაციით წარმატებით აგრძელებენ სხვადასხვა პრესტიჟულ სასტუმროში და ტურისტულ კომპანიაში მუშაობას!

აგრეთვე ჩვენი კურსდამთავრებული თავისუფლად შეძლებს ტურიზმის და სასტუმრო ბიზნესის დაწყებასა და მართვას!
 
ტურიზმის მენეჯმენტი

პროგრამის მიზანი: ტურიზმი დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე, სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი ტურისტული კომპანიის მენეჯმენტთან ერთად შეიქმნა სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ტურიზმის ყველა მოთხოვნას. თქვენ გეძლევათ რეალური შანსი, რომ მიიღოთ კვალიფიციური ცოდნა და შესაბამისად დასაქმდეთ პერსპექტიულ და განვითარებად სფეროში. ამავე დროს გეძლევათ საშუალება შეიძინოთ ცოდნა, რომელიც მომავალში დაგეხმარებათ ტურიზმის სფეროში ბიზნეს აზროვნების განვითარებაში.
პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს ტურიზმის მენეჯერად ან გიდ ოპერატორად, ან შექმნას საკუთარი ტურისტული კომპანია.
 
პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:
  • ინტერაქციული ლექციები.
  • სტაჟირება - პრესტიჟულ ტურისტულ კომპანიებში.
ინტერაქციული ლექციების მსვლელობისას განხილული იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები ქართული და უცხოური კომპანიების მაგალითზე. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70% , თეორია/პრაქტიკა.
გამოცდილი სპეციალიტები არა მხოლოდ შეგასწავლიან ტურიზმს, როგორც სპეციალობას, არამედ გაგაცნობენ ამ სფეროსთვის დამახასიათებელ ყველა ნიუანსს, აგაცილებენ ისეთი შეცდომების დაშვების ალბათობას, რაც ნებისმიერ დამწყებ სპეციალისტს შეიძლება დაემართოს. საკუთარი და სხვა მსგავსი კომპანიების მაგალითებზე და სიტუაციურ ამოცანებზე დაყრდნობით გადმოგცემენ ყველა იმ სპეციფიურ საკითხს, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული მენეჯერი ტურიზმის სფეროში.
 
სრული კურსის  და სტაჟირების გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:   ტურისტული კოპანიის მართვას, მიმზიდველი და გამორჩეული ტურების შექმნას და სწორად დაგეგმარებას. ასევე  გამოიმუშავებთ  იმ უნარ-ჩვევებს რაც აუცილებელია  ტურიზმის მენეჯერისთვის, მიეჩვევით გუნდური მუშაობის პრონციპებს.
 
კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია  - 1 სთ 30 წთ-იანი
ლექციები მიმდინარეობს - კვირაში 3-ჯერ.
სალექციო კურსის ღირებულება ჯგუფში: 280 ლარი.
სალექციო კურსის ღირებულება ინდივიდუალურად: 450 ლარი.
 
სტაჟირების ღირებულება ტურისტულ კომპანიაში: 200 ლარი.
სტაჟირების ხანგრძლივობა: ერთი თვე.
 
ხოლო გამორჩეული და აქტიური კურსდამთავრებული, სტაჟირებას გაივლის შემდეგ მიიღებენ დასაქმების შესაძლებლობას!
გაითვალისწინეთ! თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.
 
გაითვალისწინეთ! ჩვენი ათეულობით კურსდამთავრებული უკვე დამოუკიდებლად აგრძელებს სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაში ტურიზმის მენეჯერად მუშაობას!
 
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან  სასწავლო მასალებით.

სასტუმროს მენეჯმენტი
             
პროგრამის მიზანი: ტურიზმი დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სასტუმროს მენეჯმენტის კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე, სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი სასტუმროს მენეჯმენტთან ერთად შეიქმნა სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ტურიზმის ყველა მოთხოვნას. თქვენ გეძლევათ რეალური შანსი, რომ მიიღოთ კვალიფიციური ცოდნა და შესაბამისად დასაქმდეთ პერსპექტიულ და განვითარებად სფეროში.
 
პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისი სურვილიცაა დაიმკვიდროს თავი სასტუმროს ბიზნესში წამყვან თანამდებობებზე ან ვისაც სურს საკუთარი სასტუმროს ბიზნეს იდეის განხორციელება.
 
პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:
  • ინტერაქციული ლექციები.
  • სტაჟირება - პრესტიჟულ სასტუმროში.
სტუდენტი შეიძენს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას სასტუმროს ფუნქციონირებისა და წარმოქმნის შესახებ. შეძლებს პრაქტიკულად  მიღებული ცოდნის დანერგვასა და თავის დამკვიდრებას არსებულ სფეროში. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70% , თეორია/პრაქტიკა.
 
სალექციო კურსი მოიცავს:
 
სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა და აღწერილობა:
  • სასტუმრო, როგორც ტურისტული პროდუქტი და მისი კალასიფიკაცია;
  • მცირე და დიდი სასტუმროების ორგანიზაციული სტრუქტურა;
  • სასტუმროს დეპარტამენტების უფლება-მოვალეობები და მათი მუშაობის სპეციფიკა;
  • სასტუმროს ბიზნესში არსებული ტერმინოლოგია და მათი მნიშვნელობები;
სასტუმროს სერვისების შექმნა და მისი რეალიზაცია:
  • სასტუმროს ონლაინ დაჯავშნის საშუალებები;
  • მცირე და დიდი სასტუმროების დატვირთვის სპეციფიკა;
  • სასტუმროს ურთიერთობა ტურიტულ კომპანიებთან;
სასტუმროს ბიზნესში ინვესტიციის სახეები:
  • ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება;
  • სასტუმროს მენეჯმენტის ხელშეკრულება;
  • კერძო საკუთრება;
  • სასტუმროს ბიზნესის დაწყებისას აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები;
სასტუმროს მართვის პროგრამები:
  • სასტუმროს მართვის პროგრამების ძირითადი დანიშნულება და ფუნქციები;
  • სასტუმრო მართვის პროგრამის საცდელი ვერსიის (Hotelo.pro) განხილვა და მასში მუშაობა;
პრაქტიკოსი სპეციალისტები დეტალურად შეგასწავლიან  სასტუმროს სპეციფიკას. რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით შეიძენთ ცოდნას, რომელიც დაგეხმარებათ სასტუმროს მიმართულებით ბიზნეს აზროვნების ჩამოყალიბებასა და მართვის უნარ-ჩვევების შემუშავებაში. თქვენი ცოდნით დაძლევთ საქართველოს სასტუმროს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს და წარმატებით გაართმევთ თავს, სასტუმროს ნებისმიერ დეპარტამენტში, ნებისმიერ თანამდებობას.
 
სრული კურსის  და სტაჟირების გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ: სასტუმროს მართვას, ასევე  გამოიმუშავებთ იმ უნარ-ჩვევებს რაც აუცილებელია სასტუმროს მენეჯერისთვის, მიეჩვევით გუნდური მუშაობის პრონციპებს. 
 
ინტერაქციული ლექციების ხანგრძლივობა: 12 ლექცია - 1 სთ 30წთ.
ლექციები მიმდინარეობს - კვირაში 3-ჯერ.
სალექციო კურსის ღირებულება ჯგუფში: 280 ლარი.
სალექციო კურსის ღირებულება ინდივიდუალურად: 450 ლარი. 
 
სტაჟირება მიმდინარეობს თბილისის პრესტიჟულ სასტუმროებში.
სტაჟირების ღირებულება: 200 ლარი.
 
ტურიზმის  გიდი
რუსულენოვანი გიდების გადამზადება (კურსი რუსულად)
 
კურსის პროგრამა:
  • საქართველოს ისტორიის მიმოხილვა (ყველა რეგიონის გავლა) და ისტორიული ძეგლების შესწავლა;
  • მომლოცველთა ტური;
  • ღვინის ტური;
  • ტურის დაგეგმარება;
  • გიდის ზოგადი უნარ-ჩვევები;
კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე (12 ლექცია)
კვირაში ჩატარდება: 3 ლექცია  - 6 საათი
 
კურსის ღირებულება:
350 ლარი - ინდივიდუალურად
250 ლარი - მცირერიცხოვან ჯგუფებში
კურსის ბოლოს  გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი!
 
კურსებს უძღვება: რუსული ენის კვვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ამავდროულად მუშაობს ტურისტულ გიდად  და გააჩნია რამოდენიმე წლიანი პრაქტიკული გამოცდილება გიდად მუშაობის.

გაითვალისწინეთ! თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.
 
სასწავლო პროგრამის და სტაჟირების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა ,,VIP Intellect Group“-ის სერტიფიკატი;

კურაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები