GE
ტურიზმისა და სასტუმროს მენეჯმენტი სტაჟირებითა და დასაქმებით
,,VIP IntellectGroup“ გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსებს სტაჟირებასთან ერთად - ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტში.
 
ტურიზმის მენეჯმენტი
 
პროგრამის მიზანი: ტურიზმი დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე, სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი ტურისტული კომპანიის მენეჯმენტთან ერთად შეიქმნა სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ტურიზმის ყველა მოთხოვნას. თქვენ გეძლევათ რეალური შანსი, რომ მიიღოთ კვალიფიციური ცოდნა და შესაბამისად დასაქმდეთ პერსპექტიულ და განვითარებად სფეროში.
 
პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს ტურიზმის მენეჯერად და გიდ ოპერატორად, ან შექმნას საკუთარი ტურისტული კომპანია.
 
პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:
  1. ინტერაქციული ლექციები;
  2. სტაჟირება - პრესტიჟულ ტურისტულ კომპანიებში.
ინტერაქციული ლექციების მსვლელობისას განხილული იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები ქართული და უცხოური კომპანიების მაგალითზე. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70% – თეორია/პრაქტიკა.
 
გამოცდილი სპეციალისტები არა მხოლოდ შეგასწავლიან ტურიზმს, როგორც სპეციალობას, არამედ გაგაცნობენ ამ სფეროსთვის დამახასიათებელ ყველა ნიუანსს, აგაცილებენ ისეთი შეცდომების დაშვების ალბათობას, რაც ნებისმიერ დამწყებ სპეციალისტს შეიძლება დაემართოს. საკუთარი და სხვა მსგავსი კომპანიების მაგალითებზე და სიტუაციურ ამოცანებზე დაყრდნობით გადმოგცემენ ყველა იმ სპეციფიურ საკითხს, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული მენეჯერი ტურიამის სფეროში.
 
სრული კურსის და სტაჟირების გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ: ტურისტული კოპანიის მართვას, მიმზიდველი და გამორჩეული ტურების შექმნას და სწორად დაგეგმარებას. ასევე გამოიმუშავებთ იმ უნარ-ჩვევებს რაც აუცილებელია ტურიზმის მენეჯერისთვის, მიეჩვევით გუნდური მუშაობის პრინციპებს.
 
კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია - 1 სთ 30 წთ-იანი;
ლექციები მიმდინარეობს - კვირაში 3-ჯერ;
სალექციო კურსის ღირებულება ჯგუფში: 200 ლარი; ინდივიდუალურად: 350 ლარი;
სტაჟირების ღირებულება ტურისტულ კომპანიაში: 200 ლარი.
სტაჟირების ხანგრძლივობა: ერთი თვე.
 
ხოლო გამორჩეული და აქტიური კურსდამთავრებული, სტაჟირებას გაივლის შემდეგ მიიღებენ დასაქმების შესაძლებლობას!
გაითვალისწინეთ! თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.
 
გაითვალისწინეთ! ჩვენი ათეულობით კურსდამთავრებული უკვე დამოუკიდებლად აგრძელებს სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაში ტურიზმის მენეჯერად მუშაობას!
 
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან  სასწავლო მასალებით.

 
სასტუმროს მენეჯმენტი
             
პროგრამის მიზანი: ტურიზმი დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სასტუმროს მენეჯმენტის კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე, სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი სასტუმროს მენეჯმენტთან ერთად შეიქმნა სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ტურიზმის ყველა მოთხოვნას. თქვენ გეძლევათ რეალური შანსი, რომ მიიღოთ კვალიფიციური ცოდნა და შესაბამისად დასაქმდეთ პერსპექტიულ და განვითარებად სფეროში.
 
პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს სასტუმროს მენეჯერად.
 
პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:
  1. ინტერაქციული ლექციები.
  2. სტაჟირება - პრესტიჟულ სასტუმროში.
ინტერაქციული ლექციების მსვლელობისას განხილული იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები ქართული და უცხოური კომპანიების მაგალითზე. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით 30%/70% – თეორია/პრაქტიკა.
 
სალექციო კურსი მოიცავს: 
სასტუმროს მეურნეობის არსი, ეკონომიკური საქმიანობის სახეობა:
  • ტურისტთა განთავსების საშუალებების გენეზისი და მათი ევოლუციის სისტემური კავშირი ტურიზმის განვითარების ეტაპებთან;
  • სასტუმროს მართვის სისტემა;
  • დაჯავშნის მოდული.
სასტუმროს ინდუსტრია:
  • ტურისტული და სატუმროს პროდუქტი, მათი სტრუქტურა;
  • სტუმრების რეგისტრაციისა და სასტუმროდან ამოწერის მოდული.
სასტუმროს პროდუქტის ძირითადი თემები:
  • სასტუმრო პროდუქტის ფორმირებისა და მართვის პროცესი;
  • „კლიენტის პროფილის“ მოდული
სასტუმროს მომსახურების არსი:
  • ფაქტორები, რომლებიც ძირითად გავლენას ახდენენ სასტუმრო მომსახურების ძირითად თავისებურებებსა და ნიშან თვისებებზე.
  • მომსახურების ძირითადი პრონციპი, მომსახურების სახეობები, ხარისხი, მისი მართვა.
  • კლიენტთან ანგარიშწორების მოდული.
გამოცდილი სპეციალიტები არა მხოლოდ შეგასწავლიან სასტუმროს სპეციფიკას, არამედ გაგაცნობენ ამ სფეროსთვის დამახასიათებელ ყველა ნიუანსს, აგაცილებენ ისეთი შეცდომების დაშვების ალბათობას, რაც ნებისმიერ დამწყებ სპეციალისტს შეიძლება დაემართოს. საკუთარი და სხვა მსგავსი კომპანიების მაგალითებზე და სიტუაციურ ამოცანებზე დაყრდნობით გადმოგცემენ ყველა იმ სპეციფიურ საკითხს, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული მენეჯერი სასტუმროს სფეროში.
 
სრული კურსის  და სტაჟირების გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ: სასტუმროს მართვას, ასევე გამოიმუშავებთ იმ უნარ-ჩვევებს რაც აუცილებელია სასტუმროს მენეჯერისთვის, მიეჩვევით გუნდური მუშაობის პრინციპებს.
 
ინტერაქციული ლექციების ხანგრძლივობა: 12 ლექცია - 1სთ 30წთ.
ლექციები მიმდინარეობს - კვირაში 3-ჯერ.
სალექციო კურსის ღირებულება ჯგუფში: 220 ლარი.
სალექციო კურსის ღირებულება ინდივიდუალურად: 350 ლარი. 
 
სტაჟირება მიმდინარეობს - ორი კვირის განმავლობაში - ყოველ სამუშაო დღეს.
სტაჟირების ღირებულება: 150 ლარი.
გაითვალისწინეთ! თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.
 
სასურველია, მსმენელები ფლობდნენ ინგლისურ და რუსულ ენებს, ჩვენს სასწავლო ცენტრში შეგიძლიათ აღნიშნული უცხო ენების შესწავლა.
 
ორივე კურსით დაინტერესების შემთხვევაში სრული კურსის ღირებულება თქვენთვის იქნება 100 ლარით ნაკლები!
 
სასწავლო პროგრამის და სტაჟირების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა ,,VIP Intellect Group“-ის სერტიფიკატი;
 
ჩვენი კურსდამთავრებული უკვე დამოუკიდებლად აგრძელებს სხვადასხვა სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობას!

კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები