GE
21-ე საჯარო სკოლა 21-ე სკოლის (ყოფილი მე-6) დაარსებას საფუძვლად უდევს გურამ რამიშვილის ფუნდამენტალური ნაშრომი "დედაენის თეორია” და "ენის ენერგეისტული თეორიის”საფუძვლები. სკოლა დაარსდა 1982 წელს

1996 წელს სკოლამ მიიღო უფლება, იმუშაოს გერმანული ენის სახელმწიფო დიპლომის მისაღებად გათვალისწინებული საერთაშორისო პროგრამის მიხედვით და გახდა გერმანული ენის პირველი სადიპლომო სკოლა კავკასიაში. მას შემდეგ თითქმის ორასმა მოსწავლემ მოიპოვა ენის დიპლომი. ამ პროგრამის შესაბამისად მიმდინარეობს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა მონაწილეობა.