GE
ბი დი სი - BDC

ჩვენი სასწავლო ცენტრი ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში, ტრენინგებისა და სემინარების მეშვეობით.

ჩვენი მიზანია მოვამზადოთ როგორც მცირე და საშუალო დონის მენეჯერები ასევე სტუდენტები და ნებისმიერი მსურველები გადამზადების თვალსაზრისით.
ცენტრს გააჩნია ყველა პირობა სასწავლო პროცესის მაღალი ხარიისხის უზრუნველსაყოფად, ჩვენ სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია მოკლე ვადიან და გრძელ ვადიან ტრეინინგებსა და სემინარებზე, რაც საშუალებას მისცემს საქმიან ადამიანებს მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ დროის მცირე პერიოდში. რაც მთავარია უკვე არსებობს რეალური მოთხოვნა ცოდნის ამ კუთხით გაღრმავებაზე.

სასწავლო ცენტრში გაერთიანებული არიან მდიდარი გამოცდილების მქონე, საერთაშორისო კვალიფიკაციის პროფესიონალები.

ტრენინგების დამთავრების შემდეგ ჩვენს კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ კომპეტენტური რჩევები და რეკომენდაციები ამა თუ იმ საკითხების შესახებ.სასწავლო ცენტრი თანამშრომლობს საქართველოში არსებულ დასაქმების სააგენტოებთან, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მსმენელთა დასაქმებას. ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები: საბანკო საქმე პრაქტიკით, საბანკო სამართალი, საბანკო უნარ ჩვევები, ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით, ინფო-ბუღალტერია, ორისი, სუპერფინი  კომპიუტერის საოფისე პროგრამები: (Windows XP, Ms Windows 2007, Ms Excel 2007, Internet, E-mail), Power Point, Potho Shop, Page Maker. Access - მონაცემთა ბაზების პროგრამა, მარკეტინგ მენეჯმენტი და პიარ მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება.
 
ინგლისური ენა: ბიზნეს ინგლისური, სასაუბრო, საოფისე, იურიდიული და დიპლომატიური ტერმინოლოგია, წერითი და ზეპირი თარგმანი, გრამატიკა, ზეპირმეტყველება. ცენტრი აღჭურვილია საჭირო ტექნიკით, მსმენელი უზრუნველყოფილია საჭირო ლიტერატურითა და ვიზუალური კონსპექტებით.

ცენტრში ასევე შეგიძლიათ შეისწავლოთ კულინარია, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, მედიცინა, მეტყველების კულტურა, სასტუმროების მენეჯმენტი, სახელმწიფო შესყიდვები და იურიდიული მიმართულების კურსები.