GE
DAAD-გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური
 
რა არის DAAD
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური - DAAD არის გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანება, რომელიც თავისი 60.000 სტიპენდიატით მსოფლიოს ერთ-ერთი დიდ სამეცნიერო ფონდად ითვლება.
DAAD 1925 წელს დაარსდა, მისი ცენტრალური ოფისი ამჟამად ქ. ბონში მდებარეობს. ფონდი ფინანსდება გერმანიის საგარეო საქმეთა, განათლებისა და კვლევის სამინისტროს და ევროკავშირის ხარჯებით.
DAAD-ეს მიზნები შესაძლოა შემდეგნაირად განზოგადდეს:
  • აფინანსებს უცხოელი ახალგაზრდების რჩეულ ნაწილს გერმანულ უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში;
  • აფინანსებს გერმანელ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ კვლევისა და სწავლის მიზნით;
  • ხელს უწყობს გერმანული უნივერსიტეტების მომხიბლავობის გაზრდას უცხოელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის;
  • პოპულარიზაციას უწევს გერმანისტიკისა და გერმანულ ენას საზღვარგარეთ;
  • სამეცნიერო, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა განვითარების ეტაპზე მყოფ ქვეყნებში.
DAAD-ს დევიზია:
ცვლილებები გაცვლის გზით -  Change By Exchange ►www.daad.de
DAAD  საქართველოში
DAAD საქართველოში 1988 წლიდან არსებობს, 2004 წელს გაიხსნა DAAD-ს  თბილისის საინფორმაციო ცენტრი, 2006 წლიდან მოყოლებული კი საქართველოში DAAD-ს სამი ლექტორი მოღვაწეობს.
DAAD-ს საინფორმაციო ცენტრი არის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წარმომადგენლობა საქართველოში. იგი ერთ-ერთია მსოფლიოში არსებულ 48 საინფორმაციო ცენტრს შორის.
DAAD-ს წარმომადგენლობა საქართველოში:
  • ინფორმაციას აწვდის ქართველ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და მეცნიერებს გერმანიაში სწავლის, კვლევის და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ;
  • კონსულტაციას უწევს DAAD-სა და სხვა გერმანული ფონდების კონკურსანტებს. აქვე ხდება განაცხადების მიღებაც;
  • დახმარების ხელს უწვდის ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს პარტნიორული პროგრამების განხორციელებაში, ამასთან  ქართულ მხარეს ინფორმაციას აწვდის გერმანული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების შესახებ;
  • ორგანიზებას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებელ  კურსებს სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის, მონაწილეობს ყოფილი სტიპენდიატებისადმი მიძღვნილი სემინარებისა და კონფერენციების წარმართვაში.
DAAD საქართველოში საკამოდ მრავალფეროვანი პროგრამითაა წარმოდგენილი. მისივე დაფინანსებით ხდება პარტნიორული პროგრამების განხორციელება ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის, კონფერენციებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზება (მათ შორის რეგიონებშიც).
DAAD-ს დახმარებით ფუნქციონირებს გერმანულენოვანი სამაგისტრო კურსი, საქართველოში ჩამოდიან გერმანელი პროფესორები, დამატებითი შესაძლებლობები ეძლევათ ყოფილ სტიპენდიატებსაც.
გვეწვიეთ ჩვენს საინფორმაციო ცენტრში და მიიღეთ დაწვრილებითი ინფორმაცია!