GE
ფი/თი/ჯი - P/T/G
 
P/T/G - ტესტებისთვის მომზადების, უცხო ენების და პროფესიული ტრეინინგის ცენტრი.
P/T/G 2000 წლის ივნისში ჩამოყალიბდა როგორც საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რის შემდეგაც ჩვენ მუდმივად შემოგვაქვს სიახლეები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით.  გაკვეთილებზე თანამედროვე სახელმძღვანელოებთან ერთად გამოიყენება დამატებითი მასალაც, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევთ გაეცნონ თანამედროვე მსოფლიოს კულტურასა და საზოგადოებას.
P/T/G-ს გამოცდილ და კვალიფიცირებულ პედაგოგებს გავლილი აქვთ მრავალი ტრეინინგი და სპეციალური კურსი, ისინი დაჯილდოებულნი არიან არაერთი სერთიფიკატითა და დიპლომით, რაც განაპირობებს სწავლების უმაღლეს ხარისხს.
ჩვენ ვართ TOEIC - ის ოფიციალური ტესტირების ერთადერთი ცენტრი საქართველოში სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ TOEIC–ის საერთაშორისო ტესტი, რაც საშუალებას მოგცემთ სწავლა გააგრძელოთ ან წარადგინოთ სერთიფიკატი სამსახურში მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
P/T/G არის დიდი ბრიტანეთის University of Chester, Schiller Internetional University, Kaplan Aspect, Eckersley Oxford, Millenium City Academy-ისა და Regent's College London-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში რაც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ მსურველებს პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება.
P/T/G–მ 2009 წელს მოიპოვა პარიზის 23-ე საერთაშორისო კონვენციის - World Quality Commitment Internetional Star Award - ის ოქროს კატეგორიის ჯილდო.
P/T/G-ი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:
  • საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის სასწავლებელის შერჩევა და გამგზავრება;
    TOEIC - ის საერთაშორისო ტესტის ჩაბარება;
  • ზოგად, აკადემიურ და ბიზნეს/პროფესიულ ინგლისურში მოსამზადებელი კურსები;
  • GMAT, GRE, LSAT, TOEFL, Pre TOEFL, IELTS, SAT I, SAT II, TOEIC, CPE, BEC, FCE, CAE,  PET, KET-ის გამოცდებისათვის მომზადება;
  • პროფესიული წერითი ჩვევების განვითარება;
  • სასაუბრო ინგლისური ენა პროფესიული მიზნებისათვის;
  • ტესტირება ინგლისურ ენაში ორგანიზაციებში სამუშაოზე მისაღებად.
ჩვენთან სწავლის უპირატესობებია:
  1. მოსწავლეთა მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება;
  2. მცირერიცხოვანი, ფოკუსირებული ჯგუფები;
  3. უფასო სასწავლო მასალები;
  4. სწრაფი პროგრესი, რაც მოწმდება შუალედური ტესტებით;
  5. ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამეცადინო გარემო;
  6. სწავლების ხელმძღვანელი, რომელიც მთელი სასწავლო პროგრამის მანძილზე გაუწევს მონიტორინგს მოსწავლის წარმატებას;
  7. გაკვეთილები ჩატარდება როგორც დღის ასევე საღამოს საათებში, შაბათ-კვირის ჩათვლით.
P/T/G–ის პარტნიორი უნივერსიტეტები და კოლეჯები არიან:
  • Regent's College London;
  • Schiller International University;
  • University of Chester;
  • Millenium City Academy;
  • Kaplan Aspect;
  • Eckersley Oxford;
  • English in Chester.
ასევე ჩვენ ვთანამშრომლობთ შემდეგ უნივერსიტეტებთან:
  • Erasmus University;
  • Lynn University;
  • Cesar Ritz College Swizerland;
  • Fairleigh Dickinson University;
  • Webster University
  • American Intercontinental University.
ჩვენი ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და კომპანიებთან, მათ შორის: USAID, American Councils, British Council.
"ჩვენი მიზანი თქვენი წარმატებაა"