GE
გაზეთი - ბანკები და ფინანსები
"ბანკები და ფინანსები" დაფუძნდა 1995 წელს. გაზეთი დღემდე გამოდის უწყვეტად, დადგენილი პერიოდულობით, ამ ეტაპზე ყოველკვირეული,  A3 ფორმატის,  24 გვერდზე. გაზეთში ძირითადია პოლიტეკონომიკური პრობლემატიკა.
დაინტერესებული მკითხველი იღებს ინფორმაციას და ანალიზს ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

რუბრიკებია: ნოტა ბენე - შენიშნე მთავარი; ეკონომიკური პოლიტიკა; საქართველოს ეკონომიკა; მსოფლიო ეკონომიკა; საბანკო სფერო; საფინანსო სისტემა; ფულად-საკრედიტო პოლიტიკა; საფონდო ბაზარი; პრივატიზაცია; ინფლაცია; ფასები; ახალი ტექნოლოგიები; საინვესტიციო გარემო; ბიზნესი; ბიზნეს-გარემო; გადასახადები; ეკონომიკური აზრი; კონკურენცია; კომპანი-ნიუსი; დაზღვევის ყველა სიახლე; PR-ტექნოლოგიები; პროფკავშირები; ბიზნესმენი (პერსონა); განსაკუთრებული აზრი; ტურინდუსტრია; მცირე ბიზნესი; დასაქმება; უმუშევრობა; სოციალური სფერო; აგრარული პოლიტიკა; ეკოლოგია; პოლიტიკა; პოლიტტექნოლოგიები; "ვოქს პოპული"; ახალგაზრდობა; კულტურა; სპორტი; წარმავალი და მარადიული. და სხვა უამრავ საინტერესო პუბლიკაციას გაეცნობით "ბ&ფ"-ს ფურცლებზე.

ახალგაზრდული შემოქმედებითი ჯგუფი ინტელექტუალებთან ერთად საქართველოს უკეთესი მომავლისთვის შრომობს, - ასე სწამთ "ბ&ფ"-ს თანამშრომლებს.
"ბ&ფ"-ს მთავარი რედაქტორია ვალერიან ამირანაშვილი.
გაზეთის სარედაქციო კოლეგიაში არიან: ვაჟა ბერიძე, გიორგი ისაკაძე, ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი, გაზეთის პირველი რედაქტორი, გიორგი გიორგაძე, ბადრი ბერაია, არმაზ თავაძე, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, პროფესორი გივი გამსახურდია, ლევან კალანდაძე და სხვები.

"ბ&ფ" დაჯილდოებულია მრავალ ფორუმზე, მათ შორის სპეციალური ჯილდოთი:
  • "საზოგადოებრივი აზრის გენეზისი";
  • პროექტით "მედია საბანკო სისტემის მხარდასაჭერად";
  • ჯილდოთი საბანკო საქმიანობის სამართლებრივი მხარის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის;
  • "ბ&ფ" არის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალის;
  • "წლის საუკეთესო კომპანია, ბიზნესმენი, ბანკი, ბანკირი" ერთ-ერთი ორგანიზატორი.
"ბ&ფ" არის:
  •  ფონდ "ქართული ხარისხის" პარტნიორი;
  • ფესტივალ "ქართული ბიზნესის ლობის" პარტნიორი;
  • ყოველწლიური "ნდობის რეიტინგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი;
  • სატელევიზიო ეკონომიკური პროგრამების დამოუკიდებელი სტუდია "საქმე და ეკონომიკის" პარტნიორი;
  • "საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის, აფბას" პარტნიორი;
  • საკონსულტაციო ჯგუფ "ჯეპრას" პარტნიორი;
  • "საქართველოს ბანკების ასოციაციის" პარტნიორი. 

ტირაჟის ნაწილი ვრცელდება ისტებლიშმენტის სიით, ნაწილი კი საცალო ქსელით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნაწილი მიეწოდებათ ხელმომწერებს. გაზეთის ტირაჟია 3000 ეგზემპლარი.