ინფორმაცია და საზოგადოება
ჩვენი მიზანია მსოფლიო დიალოგი თემაზე: „უთხარი არა ინფორმაციულ ომს!” საქართველში მიმდინარე კიბერომის ანალიზით გვინდა დაგარწმუნოთ, რომ საფრთხის თავიდან აცილება კულტურისა და მეცნიერების პოპულარიზაციითაა შესაძლებელი. ინფორმაციული საზოგადოება კულტურის მაჩვენებელია. ჩვენ წარმატების დიდი იმედი გვაქვს. როგორ? - მოდით ამ კითხვაზე მოგვიანებით გავცეთ პასუხი!
საქმიანობის მიზანი:
- ინფორმაციული საზოგადოების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების განვითარების ხელშეწყობა; მოსახლეობაში ინფორმაციული საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით განათლების პოპულარიზაცია.
- უსაფრთხო ინფორმაციული გარემოს პოპულარიზაცია და შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა.
- საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შესაბამის განათლებისა და მეცნიერული კვლევის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს, დაწესებულებებსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და ერთობლივი კვლევების ჩატარება.
- ინფორმაციულ საზოგადოებასთან ადაპტაციისა და რეაბილიტაციის პროექტების შემუშავება და განხორციელება.
- ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გავრცელების სფეროში სასწავლო-სამეცნიერო ტექნოლოგიების შემოტანისა და ახალი მეთოდების დანერგვისათვის ხელშეწყობა.
- ინფორმაციული უსაფრთხოების პრობლემათა შესწავლა და ამ სფეროში სახელმწიფო კონცეფციის შემუშავებისა და სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
- ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გავრცელების სფეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესწავლა, შეფასება და მონიტორინგის ჩატარება საქართველოში.
- პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა.
- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მონიტორინგის განხორციელება.
- ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო კონვენციების და შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი.
- ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში საერთაშორისო აქტების იმპლიმენტაციის მონიტორინგი და შესაბამისი კანონპროექტების შემუშავება.
- სარეაბილიტაციო, სასწავლო და საკონსულტაციო საქმიანობის წარმოება და შესაბამისი ფონდების შექმნა.
- ინფორმაციის მავნე ზეგავლენის თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა და მათი თავიდან აცილებისათვის მედია ომბუცმენის ინსტიტუტის დანერგვისათვის ხელშეწყობა.