GE
კავკასიის აკადემიური ცენტრი CAC
კომპანიის შესახებ: კავკასიის აკადემიური ცენტრი 1999 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც ერთ-ერთი წარმატებული სასწავლებელი განათლების ხარისხით განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოში.

სასწავლო ცენტრი,  სხვადასხვა ასაკისა და განათლების  მსმენელებს სთავაზობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ და ახალი სპეციალობის დასაუფლებელ მოკლევადიან სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს:

სასერტიფიკატო პროგრამები:
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ფინანსური მენეჯმენტი
  • მენეჯერული აღრიცხვა
  • ბიზნესის კანონმდებლობა, საბუღალტრო საქმე
  • ფინანსური აღრიცხვა
  • ორგანიზაციული  მენეჯმენტი
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტი
  • მარკეტინგი
  • PR საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • კომპიუტერული პროგრამები
  • ოფისის მენეჯმენტი.
ტრენინგ-მოდულები:
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • ლიდერობა და გუნდური მუშაობა;
  • ეფექტური პრეზენტაცია;  
  • ცვლილებების მენეჯმენტი
  • ეფექტური გაყიდვები
  • თვითმენეჯმენტი
  • დროის მენეჯმენტი
  • TOT -სამი დონე
  • პროექტების მართვა და სხვ.
ჩვენი პედაგოგები და ტრენერები მაღალი დონის პროფესიონალები არიან. მათი ნაწილი ტრენერის საერთაSორისო სერTიფიკატის მფლობელია და  ცნობილ ქართულ თუ უცხოურ ორგანიზაციებში არიან დასაქმებულნი.

ჩვენი კლიენტები:  ჩვენი კორპორატიული კლიენტები არიან: სახელმწიფო დაწესებულებები და კერძო კომპანიები,   ლიდერი ბანკები და მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, ასევე სადაზღვევო, სადისტრიბუციო და სამაუწყებლო კომპანიები, სამშენებლო, ფარმაცევტული და სხვა ორგანიზაციები რომლებთანაც უკვე გრძელვადიანი თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა. 

გარდა გეგმიური პროგრამებისა, CAC კომპანიების მიერ მოთხოვნილი ( შეთანხმებული) პროგრამით  ახორციელებს მიზნობრივ ტრენინგ კურსებს, რომელიც ტარდება როგორც CAC-ის, ისე კომპანიების სასწავლო ცენტრის ბაზაზე  გასვლითი ფორმით.