GE
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდების განათლებას 1995 წლიდან ემსახურება. სწავლების ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირებული უნივერსიტეტის უმთავრესი მიზანია დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი,  მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდა და ამისათვის ყველა საჭირო პირობის შექმნა.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ოთხი ფაკულტეტი:
  • სამართლის;
  • ბიზნესის;
  • სოციალურ მეცნიერებათა;
  • მედიცინის.
ჩვენს შესახებ
უნივერსიტეტი ანხორციელებს   მენეჯმენტის, ფინანსების, ტურიზმის, სამართალმცოდნეობის, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო, მედიცინისა და სტომატოლოგიის, სხვადასხვა  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

მაღალკვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პერსონალი, სწავლების უახლესი მეთოდები, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურა (საკუთარი ტელე და რადიო სტუდიები, სტომატოლოგიური და იურიდიული კლინიკები, მედიცინისა და სტომატოლოგიის საბაზისო დისციპლინების შემსწავლელი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი და სხვა), ცოდნის მიღების ოპტიმალურ გარემოს ქმნის.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს რამოდენიმე პრიორიტეტი აქვს:
  • საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი სასწავლო პროცესი;
  • პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება;
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა  დასაქმება;
  • საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები.
რატომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი?
იმიტომ, რომ უნივერსიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში:
  • წარმატებით მოიპოვა ავტორიზაცია 5 წლის ვადით;
  • ყველა პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია;
  • სწავლებას დაემატა სადოქტორო პროგრამები;
  • სამჯერ გაიზარდა სტუდენტთა საერთო კონტიგენტი.
თუ გსურთ, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გქონდეთ წარმატებული პროფესიული კარიერა და უზრუნველყოფილი ცხოვრება - აირჩიეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი!
ორგანიზატორის მიმდინარე პროგრამები