GE
კრეატიული განათლების სკოლა
კრეატიული განათლების სკოლა
არის სრულიად ახალი ტიპის საშუალო სკოლა. სკოლა შექმნილია მრავალწლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
სკოლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია, მისი მიდგომები სასწავლო პროცესის მიმართ. მაღალი ხარისიხის მიღწევისa და შენარჩუნების მიზნით  სკოლა შექმნილია მხოლოდ 55მოსწავლიან კონტიგენტზე. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მცირე კონტიგენტის შემთხვევაში უფრო მაღალი შედეგები მიიღწევა. ყოველდღიური ურთიერთობა მოსწავლეს, მის მშობელსა და სკოლას შორის მნიშვნელოვნადაა გაადვილებული, რაც თავის მხრივ ქმნის მაქსიმალურად მეგობრულ და კომფორტულ გარემოს. ამ პროპორციებით თითოეულ 3 მოსწავლეზე სკოლის 1 თანამშრომელი მოდის, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

სკოლის მოსწავლეები შეირჩევიან აკადემიური მომზადების დონის, მათი ნიჭის, ფასეულობებისა და მისწრაფებების მიხედვით. სკოლაში ფუნქციონირებს: საშუალო სკოლა (X-XII) კლასები, საერთაშორისო სწავლების ცენტრი (უცხო ენები და საზღვარგარეთ სწავლების პროგრამები), პროფესიონალური აუდიო-ვიდეო სასწავლო სტუდია (www.ces.ge) და მუსიკის (ფორტეპიანო და სიმებიანი საკრავები) და ხელოვნების ცენტრი (ფერწერა და ძერწვა).  ყველა ეს მიმართულება ხელს უწყობს მოსწავლეს მრავალმხრივ განვითარებაში, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოზარდს მაღალი დონის  ზოგად საგანმანათლებლო ცოდნის მიღების გარდა, შეიძინოს პროფესიული უნარ–ჩვევბი, რომლებიც მათ დაეხმარება მომავალი პროფესიის განსაზღვრასა და შესაბამისი მიმართულებით უმაღლესი განათლების მიღებაში. ჩვენ, აგრეთვე, დავეხმარებით მოსწავლეებს, საერთაშორისო განათლების მიღების სურვილის შემთხვევაში, ჩვენივე ბაზაზე გაიარონ საერთაშოსიოს საკვალიფიკაციო კურსები (SAT, TOEFL, IELTS), და, აგრეთვე, დავეხმარებით უცხოეთში უნივერსიტეტის შერჩევასა და მისაღები პროცედურების გავლაში.
სკოლა აღჭურვილია უახლესი ტექნოლიგიებით და სასწავლო პროცესში გამოყენებულია ვიზუალური და ტექნოლოგიური საშუალებები, რაც სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოსა და შემეცნებითს ხდის. სკოლის ბიბლიოთეკაში დაცულია და ხელმისაწვდომია უნიკალური DVD და CD კოლექცია და მრავალფეროვანი ლიტერატურა. ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს სკოლის სამუშაო საათებში და მოსწავლეებს აქვთ როგორც უშუალოდ ბიბლიოთეკაში დამატებითი მუშაობის საშუალება, აგრეთვე ონლაინ რეჟიმში პაროლის საშუალებით მუშაობის საშუალება.

სპორტსა და ფიზიკურ განვითარებას ექცევა დიდ ყურადღება და ჩვენ ვთავაზობთ მოსწავლეებს პარტნიორ სპორტულ ცენტრებთან ერთად შემდეგ სპორტის მიმდინარეობებს: ცურვა  და ჩოგბურთი (სპორტ–კომლპექსი იომირი),  სპორტული იოგა (იოგას ფედერაცია), ჭადრაკი (სკოლის ტერიტორიაზე).


მასწავლებლები
კრეატიულ განათლების სკოლაში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგეგბი. მათ უმრავლესობას გააჩნია ხარისხი, სერტიფიცირებული პედაგოგის დიპლომი და საერთაშორისო კვალიფიკაციის სერთიფიკატი. გარდა მაღალი აკადემიური დონისა, პედაგოგები და თანამშრომლები შერჩეული არიან მათი პიროვნული თვისებების გათვალსიწინებით, ეს ფაქტორი კი მნიშვენლოვანია იმისათვის, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციული, პროფესიონალური და ჰარმონიული გარემო არსებობდეს სკოლაში. ყველაფერი ეს, ჩვენი ღრმა რწმენით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური შედეგების მიღწევისათვის როგორც მოსწავლის აკადემიური, ასევე პიროვნული განვითარებისათვის.