GE
მართვის აკადემია მართვის აკადემია არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა, შექმნას საუკეთესო პირობები მისი წევრების (მსმენელებისა და ტრენერების) ცოდნის, უნარების, პროფესიული ეთიკისა და ქსელის განვითარებისათვის, მათი დამქირავებლების და პირადი მიზნების შესასრულებლად. ჩვენი მსმენელები მიზნად ისახავენ და აღწევენ საშუალოზე სწრაფ კარიერულ და პროფესიულ ზრდას და ფართე ტრაექტორიას.

ჩვენი ტრეინინგები გამიზნულია მონაწილეების მიერ პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე. შეხვედრების დროის მინიმუმ 50% ეთმობა რეალური სიტუაციების, პროექტებისა და ამოცანების მომზადებას, განხილვას და დოკუმენტირებას.

ჩვენი ყველა ტრენერი და პარტნიორი არის უმაღლესი კლასის პროფესიონალი სწავლებისა და პრაქტიკული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. თითოეული ჩვენი ტრეინინგი აგებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე და მოწინავე მეთოდოლოგიებზე. ამას ემატება ჩვენი ტრენერების მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება.