GE
პროექტის მენეჯმენტის კოლეჯი - PMC
თავისუფალ უნივერსიტეტში კომპანია BP-სა და მისი პარტნიორების ნავთობისა და გაზის პროექტებში თაოსნობითა და ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა პროექტების მართვის კოლეჯი (PMC).
პროექტების მართვის კოლეჯი (PMC) საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორების წარმომადგენლებს სთავაზობს პროექტის მართვის კომპლექსურ და ინტეგრირებულ სასწავლო პროგრამას.
პროგრამის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს  BP-ს მიერ მოწვეული კომპანია ESI International - მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაცია პროექტების მართვის სწავლების სფეროში.