GE
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მისიაა აღზარდოს წიგნიერი და კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი და მიზანდასახული, კომუნიკაბელური პიროვნება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიოში.

სკოლის ძირითადი პრინციპებია - ემსახუროს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების განვითარებისათვის ხელშემწყობი და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ცოდნის წარმატებით გადატანას და გამოყენებას განსხვავებულ სიტუაციაში. სკოლა, ოჯახთან ერთად, ზრუნავს მოსწავლის უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე.

სკოლის ძირითადი ღირებულებებია:
  • ჰუმანიზმი;
  • პატრიოტიზმი;
  • ტოლერანტობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • სამართლიანობა.