GE
ქართულ-შოტლანდიური სახლი
საქართველოს ჰუმანისტთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო ორგანიზაციას.

ჩვენი ორგანიზაციის მოღვაწეობის ძირითადი მიზნებია:
  • პიროვნების საკუთრების უფლების ცნობა და დახმარება მათი შესაძლებლობების გამოვლენაში;
  • საზოგადოების რეფორმირების პროცესში დახმარების გაწევა;
  • თანასწორობისათვის ბრძოლა.
ზემოთ აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე ჩვენი ორგანიზაცია ატარებს სხვადასხვა სახის ტრეინინგებსა და სემინარებს.
საქართველოს ჰუმანისტთა ასოციაციის ერთ–ერთი პროექტია ქართულ-შოტლანდიური სახლი რაც წარმოადგენს კულტურულ და საგანმანათლებლო  ცენტრს. ჩვენ მსურველებს ვთავაზობთ ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს. სწავლებას ახორციელებენ როგორც ქართველი ისე უცხოელი პედაგოგები.

ქართულ-შოტლანდიური სახლი ასევე ანხორციელებს რამდენიმე პროექტს რითაც  ქართველ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას გააგრძელონ სწავლა საზვარგარეთის კოლეჯებში.

ჩვენი პირველი პროექტია ქართველი სტუდენტების და არა მხოლოდ სტუდენტების გაგზავნა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე Anniesland College-ში .ასევე ჩვენი ორგანიზაცია დახმარებას უწევს მსურველებს შოტლანდიის ნებისმიერ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებაში.

ქართულ-შოტლანდიური სახლის მეორე მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს საზაფხულო სკოლები დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ჩვენს პარტნიორ Ardmore Group-თან ერთად ჩვენ ვთავაზობთ ქართველ 11-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს გაატარონ დაუვიწყარი ზაფხული დიდი ბრიტანეთის 50-მდე ქალაქში, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა, გაეცნონ ახალი ქვეყნის კულტურას, შეიძინონ ახალი მეგობრები და მიიღონ შესაბამისი სერთიფიკატი.
აღნიშნული პროგრამა ზამთრის თვეებში მოიცავს ავსტრიის, შვეიცარიის და კანადის ანალოგიურ სკოლებში ახალგაზრდების გაშვებას.

მომავალი წლის ზაფხულისათვის ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს დაემატება ამერიკის შეერთებული შტატები.