GE
საგანმანათლებლო სააგენტო - ELL
საგანმანათლებლო სააგენტო ELL დაფუძნდა 2002 წლის აპრილში. ამას წინ უძღვოდა ორ წლიანი მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის განმავლობაშიც განხორციელდა ბრიტანელ და სხვა უცხოელ პარტნიორებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და მათგან წარმომადგენლობითი სერტიფიკატების მიღება.

2005 წლიდან ELL–ში ფუნქციონირება დაიწყო ინგლისური ენის ცენტრმა, სადაც ხდება სტუდენტების მომზადება საზღვარგარეთ აკადემიური პროგრამებისა და კემბრიჯის საერთაშორისო სერთიფიკატებისათვის.

საგანმანათლებლო სააგენტო "ELL" გთავაზობთ:
  • თქვენთვის სასურველი მაღალრეიტინგული სასწავლო პროგრამის შერჩევას დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, შვედეთის, შვეიცარიის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, მალტის, აშშ-ის, კანადის, ჩეხეთის და უნგრეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და ენის სკოლებში (ლონდონი, ოქსფორდი, კემბრიჯი, მანჩესტერი, პარიზი, რომი, ბარსელონა, პრაღა, ბუდაპეშტი, სან-დიეგო, სინდეი, მელბურნი, ოკლენდი და ა.შ.), რომლებთანაც გვაკავშირებს სათანადო ხელშეკრულებები თანამშრომლობის შესახებ;
  • უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და ენის სკოლებში სტუდენტების მოწვევა-განთავსებასთან, ჩარიცხვასთან, საცხოვრებლით, დაზღვევით უზრუნველყოფასთან და გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, აეროპორტში დახვედრის ჩათვლით;
  • სავიზო დოკუმენტაციის მომზადებას დიდ ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების საკონსულოში წარსადგენად;
  • მონიტორინგის განხორციელებას სწავლის პერიოდში;
  • გაფორმებული ხელშერულების შესაბამისად ავიაბილეთების დაჯავშნას;
  • სწავლების ფინანსირებისათვის სტუდენტური სესხებისა და გრანტების მოძიებაში კონსულტაციას და დახმარების გაწევას;
  • "ი ელ ელ"ის ინგლისური ენის ცენტრში სტუდენტების მომზადებას კემბრიჯის საერთაშორისო სერთიფიკატების (PET, FCE, CAE), ასევე IELTS და TOEFL-ის გამოცდებისთვის;
  • უფასო კონსულტაციებს საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით.
ორგანიზატორის მიმდინარე პროგრამები