GE
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია-ბაფი
ბაფი არის რეგისტრირებული კავშირი (არასამთავრობო, არაკომერციული პროფესიული ორგანიზაცია). იგი დაფუძნდა 1996 წლის 17 დეკემბერს.
2008 წლის 15 მაისის მდგომარეობით, აერთიანებს 13 კორპორაციულ (იურიდიული პირი) წევრს და 3.324 წევრ ფიზიკურ პირს. 
2000 წლიდან არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი .
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირებაში.

ბაფის მისია:
  • ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობით;
  • საქართველოს საწარმოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო  სტანდარტების დანერგვისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ჰარმონიზაციისა  და განვითარების გლობალურ პროცესებში მონაწილეობა;
  • ბაფის წევრების მაღალკვალიფიციური დონის მიღწევა, საზოგადოებისათვის ხარისხიანი  მომსახურების  უზრუნველყოფის მიზნით.
მომსახურების სახეები და ფორმები მოიცავს: ტრენინგებს, სერტიფიცირებას,  კონსულტაციებს - ფინანსური აღრიცხვა, ანგარიშგების, აუდიტის, საგადასახადო და ბიზნეს სამართლის სფეროებში, მეთოდური და პრაქტიკული სახელმძღვანელო ლიტერატურის შექმნას.

სასწავლო და სერტიფიცირების პროგრამები:
  • პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა სერტიფიცირება (ACCA);
  • მთავარ ბუღალტერთა სერტიფიცირება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადება;
  • საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების სწავლება.
ფილიალები: აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, კახეთის - რეგიონალური და ფოთის, ხაშურის, გორის, რუსთავის -  რაიონული.

ბაფის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით 1997-2008 წლებში:
  • მიღებულ იქნა კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და  ანგარიშგების რეგულირების შესახებ;
  • საქართველოში დამკვიდრდა პროფესიული თვითრეგულირება;
  • დაფუძნდა პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (სასწავლო ცენტრი);
  • ჩამოყალიბდა სპეციალისტთა გადამზადებისა და განგრძობითი სწავლების სისტემა და დამკვიდრდა პროფესიული სერტიფიცირება;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნულ სტანდარტებად;
  • მცირე ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები და არაკომერციული იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტი.