GE
I See Studio
კომპანია “I See” შეიქმნა 2010 წელს. ჩვენი კომპანია მოიცავს ორ ბრენდს: I See Studio და  I See Workshop.

I See Studio
- გთავაზობთ ფოტომომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ სატარიფო განაკვეთებით, არამედ მაღალი ხარისხით, რომლის უპირობო შენარჩუნება წარმოადგენს სტუდიის გუნდის ძირითად ამოცანას. ჩვენი კომპანიის უპირველესი მიზანია ფოტოგრაფიის როგორც პროფესიის და ხელოვნების დარგის პოპულარიზაცია, ხარისხიანი მომსახურების გაწევა მომხმარებლისათვის, რათა თითოეული ჩვენი პროექტი თქვენთან გრძელვადიანი და ურთიერთპროდუქტიული პარტნიორობის საწყისი გახდეს.

I See Workshop- არის რეალური და ხელმისაწვდომი შესაძლებლობა, რათა დროის მცირე მონაკვეთში თქვენ გახდეთ უკეთესი ფოტოგრაფი. აღნიშნული კურსების მეშვეობით თქვენ გაეცნობით ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის საფუძვლებს, მისი სეგმენტების ნაირფეროვნებას და ტექნიკურ ასპექტებს. ეს კურსები თქვენ მოგცემთ ბაზისს, რათა უფრო ნათლად განსაზღვროთ ფოტოგრაფიის თქვენთვის სასურველი კონკრეტული მიმართულება ან უბრალოდ გაიღრმაოთ თქვენი ცოდნა ფოტოგრაფიასა და ფოტოს გადაღების ტექნიკაში.

ჩვენი პედაგოგები:  გურამ წიბახაშვილი, ბესო გულაშვილი, იური მეჩითოვი, ირმა შარიქაძე და ფოტოგრაფიის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.