GE
სილამაზის საერთაშორისო აკადემია Pivot Point Georgia
Pivot Point აკადემიას 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 3000 სკოლა, 80-მდე ქვეყანაში, 30000 კურსდამთავრებული ყოველწლიურად. „პივოტ პოინტის“დამფუძნებელია ლეო პასაჟი, რომელმაც 1962 წელს დაარსა აკადემია, ხოლო 1966 წელს კომპანიამ საერთაშორისო  კორპორაციის სტატუსი მიიღო.
 
Pivot Point სილამაზის საერთაშორისო აკადემია საქართველოში უკვე ერთი წელია არსებობს და აქტიურად ამზადებს კვალიფიცირებულ კადრებს, რომლებიც მომზადების კურსის შემდეგ მაღალი ანაზღაურებით საქმდებიან წამყვან სილამაზის სალონებში. სწავლებისთვის საჭირო პროდუქციას და მასალას კომპანია თავად უზრუნველყოფს. სტუდენტებისთვის შექმნილია კომფორტული გარემო, სპეციალური აღჭურვილობა, სახელმძღვანელოები და ყველა პირობა იმისთვის, რომ თეორიულ განათლებასთან ერთად ისინი პრაქტიკულ საქმიანობაშიც დახელოვნდნენ. 
 
Pivot Point აკადემია ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას და სტუდენტებს აძლევს უნიკალურ საშუალებას უმაღლეს დონეზე შეისწავლონ სილამაზის ხელოვნების სხვადასხვა პროფესიული მიმართულება.
ორგანიზატორის მიმდინარე პროგრამები