GE
სკოლა - იმედი
კერძო ქართული-ინგლისურენოვანი სკოლა “იმედში” (ლიცენზირებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ლიც. #020331100) დაარსდა 2002 წლის 14 აგვისტოს.

სკოლაში ფუნქციონირებს  ქართულენოვანი და არაქართულენოვანი ჯგუფები. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა სკოლაში იკითხება სამართლისა და ბიზნესის მართვის საფუძვლები.

გათვალისწინებულია მოსწავლეთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები ევროპასა და აშშ-ში.

სკოლაში დასაქმებულია ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, საქართველოსა და მსოფლიოს ისტორისა და გეოგრაფიის საუკეთესო ქართველი სპეციალისტები.

ჩვენთან ასწავლიან ევროპასა და აშშ-ში განათლებამიღებული მასწავლებლები.